“ახლა რომ შექმნეს „სქროლვის“, „სქრინვისა“ და აზრის დაპატიმრების სამმართველო, ამის წინაპირობა იყო ზუსტად ის, რომ ბაჩო ახალაიას აზრის გამოხატვის გამო წაუყენეს ბრალი“ -რას აცხადებს ანი ნადარაია - კვირის პალიტრა

“ახლა რომ შექმნეს „სქროლვის“, „სქრინვისა“ და აზრის დაპატიმრების სამმართველო, ამის წინაპირობა იყო ზუსტად ის, რომ ბაჩო ახალაიას აზრის გამოხატვის გამო წაუყენეს ბრალი“ -რას აცხადებს ანი ნადარაია

ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ბაჩო ახალიას ეს ფრაზა [ხელისუფლების დამხობა] არ უთქვამს, რა თქმა უნდა, ნათქვამი აქვს. არანაირად არ შეიძლება ეს ფრაზა ჩაეთვალოს დანაშაულად, იმიტომ, რომ აქ არ იყო მოწოდება. აქ იყო აზრის გამოთქმა, თავის საკუთარ სასამართლოზე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ფრაზის თქმას სამართლებრივი რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოჰყვა, რაც სასამართლოს სხდომის ჩანაწერი ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

„დაცვის მხარეს მტკიცებულებები არის მანდატურების დაკითხვის ოქმები. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ბაჩო ახალიას ეს ფრაზა არ უთქვამს, რა თქმა უნდა, ნათქვამი აქვს. უბრალოდ, ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანს აქვს სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. არანაირად არ შეიძლება ეს ფრაზა ჩაეთვალოს დანაშაულად, იმიტომ, რომ აქ არ იყო მოწოდება. აქ იყო აზრის გამოთქმა, თავის საკუთარ სასამართლოზე. ახლა რომ შექმნეს „სქროლვის“, „სქრინვისა“ და აზრის დაპატიმრების სამმართველო, ამის წინაპირობა იყო ზუსტად ის, რომ ბაჩოს აზრის გამოხატვის გამო წაუყენეს ბრალი.

განაგრძეთ კითხვა