ტრაგედია გურჯაანში - ავარიას 38 წლის კაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტრაგედია გურჯაანში - ავარიას 38 წლის კაცი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ავარიას 38 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფლის ცენტრში ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, კაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"