" ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე გადის, ხოლო მოლდოვის გზა - სხვა სახელმწიფოსთან მიერთებაზე" - შალვა პაპუაშვილი
ამ ადამიანს, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზიდან.”
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ევროკავშირში გაწევრიანების გზა უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობაზე გადის, ხოლო მოლდოვის გზა საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე.
„ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს.
დღეს, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე გადის (როგორც ეს გერმანიის კანცლერმა გვამცნო), ხოლო მოლდოვის გზა - საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფოსთან მიერთებაზე (როგორც ეს მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა)."
"ინტერპრესნიუსი"