ვიდეო: როგორ შევარდა "ტოიოტა პრიუსი" საპატრიარქოს ეზოში
ვრცელდება ვიდეოკადრები, თუ როგორ შევარდა "ტოიოტა პრიუსი" საპატრიარქოს ეზოში. მასალას "რუსთავი 2 " ავრცელებს.
შეგახსნებთ, რომ თეთრი ფერის "ტოიოტა პრიუსის" მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მანქანით საპატრიარქოს ეზოში შევარდა როსტომ მაზმიშვილია.
როგორც ირკვევა მძღოლს ავტომობილი ნაქირავები ჰყავდა.
"ჩემი სიმამრის მანქანაა, მძღოლს ნაქირავები ჰქონდა. ერთი თვეა, რაც ქირაობს მანქანას. არ ვიცნობდი მაგ ადამიანს, ნანახიც არ მყავდა. ყოველდღიურად იხდიდა მანქანის ქირას" - ამბობს მანქანის მეპატრონე ბაქარ ცერცვაძე "ტვ პირველთან" საუბრისას.