"ეს სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი დანაშაულია" - რას წერს გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"როდესაც ხელისუფალი ამბობს - “ასეთ ევროპაში არ გვინდა” და კონსტიტუციაში, რომლის გარანტად გამოსვლა მისი პირდაპირი ვალდებულებაა, წერია რომ “ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროპაში გაწევრიანებისთვის”, ეს ნიშნავს - ის საკუთარ თავს აყენებს კანონს მიღმა, სჩადის რა სახელმწიფო გადატრიალების ტოლფას დანაშაულს", - წერს ხუხაშვილი.