რას წერს ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში - "შეტევა ნიშნავს 100 000-ობით ადამიანის პროტესტს" - კვირის პალიტრა

რას წერს ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში - "შეტევა ნიშნავს 100 000-ობით ადამიანის პროტესტს"

ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად ხელების ჩამოშვება დანაშაულია!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რითაც მის მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მისი თქმით, „ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას შიში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ წამს კიდევ უფრო აღვივებს“.

არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას! მიუხედავად იმ სატანჯველისა, რასაც სამარტოო საკანში გატარებული ყველა წუთიც თან ახლავს. ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად ხელების ჩამოშვება დანაშაულია! ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას შიში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ წამს კიდევ უფრო აღვივებს. თუ არ შეგვეშინდება და გავიზიარებთ სააკაშვილის მოწოდებას, გავერთიანდეთ დროშის გარშემო, გამარჯვება გარდაუვალია, მანამდე ვიქნებით „ქოცების“ ხელში, სანამ გამბედაობას არ მოვიკრებთ და შეტევაზე არ გადავალთ. შეტევა ნიშნავს 100 000-ობით ადამიანის პროტესტს.

რაც შემეხება მე, 1.5 დამრჩა და ერთი სული მაქვს ვემსახურო ჩემს ხალხს! არ დანებდეთ, ძალა ერთობაშია!“,- წერს ლევან ხაბეიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა