დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 750 000 ლარი - კვირის პალიტრა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 750 000 ლარი

"დაიცავი ილიაუნის” ლაივ სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 750 000 ლარი შეგროვდა. აღნიშნულ მარათონს შეუერთდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის გამომცემლობები და უნივერსიტეტები.

მარათონი ლაივ რეჟიმში კვლავ გრძელდება. ლაივი არ შეწყდება, მანამ სანამ დონაციები გაგრძელდება.

შეგროვებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებს მოხმარდება.

„თბს: #GE20TB7881145068100026

საქართველო: #GE49BG0000000611756133

ქისა: www.kisa.ge“,- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.