"ისინი რეალურ დროში უყურებენ სასტუმროს ნომერში მყოფ წყვილებს" - BBC Eye-ის სკანდალური გამოძიება - როგორ მუშაობს ფარული კამერები ჩინეთის სასტუმროებში?
წარმოიდგინეთ, რომ ისვენებთ სასტუმროს ნომერში, სტუმრობთ ესთეტიკის ცენტრს ან უბრალოდ, იყენებთ საზოგადოებრივ საპირფარეშოს, ამ დროს კი ათასობით ადამიანი ინტერნეტში, პირდაპირ ეთერში გაკვირდებათ. ჩინეთში ფარული გადაღებების (ე.წ. voyeurism ან ადგილობრივად Pai Pai) მასშტაბები უკვე კრიმინალურ ინდუსტრიად იქცა. BBC Eye-ის უახლესმა დოკუმენტურმა გამოძიებამ ფარდა ახადა იმ შავ ბაზარს, რომელიც მილიონობით ადამიანის პირად ცხოვრებას ანადგურებს.
სად მალავენ კამერებს?
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ფარული კამერები იმდენად მცირე ზომის გახდა, რომ მათი შემჩნევა შეუძლებელია. დამნაშავეები მათ ყველაზე მოულოდნელ ადგილებში ათავსებენ:
სასტუმროს ნომრებში: ტელევიზორების ეკრანებში, როზეტებში, ელექტრონულ საათებში, კონდიციონერებსა და სახანძრო დეტექტორებში.
საზოგადოებრივ სივრცეებში: სავაჭრო ცენტრების გასახდელებში, საზოგადოებრივ ტუალეტებში.
სამედიცინო და ესთეტიკურ კლინიკებში: კოსმეტოლოგის კაბინეტებსა და მასაჟის სალონებში.
როგორ მუშაობს კრიმინალური ბიზნესმოდელი?
ეს აღარ არის მხოლოდ ცალკეული მანიაკების "გართობა“ - ეს არის კარგად ორგანიზებული, მაღალშემოსავლიანი ბიზნესი, რომელიც ძირითადად Telegram-ის დახურულ ჩატებსა და ე.წ. Darknet-ში ოპერირებს.
ვიდეოების გაყიდვა: სასტუმროებში ფარულად გადაღებული სექსუალური ხასიათის ვიდეოები კლასიფიცირდება და იყიდება პაკეტებად.
ჩატებში ათიათასობით გამომწერია, რომლებიც ყოველთვიურ გადასახადს იხდიან.
პირდაპირი ტრანსლაცია (Live Stream): ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ დამატებითი თანხის სანაცვლოდ იყიდონ წვდომა კამერის "ლაივ რეჟიმზე“, ანუ ისინი რეალურ დროში უყურებენ სასტუმროს ნომერში მყოფ წყვილებს.
შანტაჟი: ხშირად, ვიდეოს ინტერნეტში ატვირთვამდე, დამნაშავეები მსხვერპლის იდენტიფიცირებას ახდენენ და მათ დიდ თანხას სთხოვენ კადრების წაშლის სანაცვლოდ. გააგრძელეთ კითხვა