ვინ არის და რას საქმიანობს ქართველების შვეიცარიელი რძალი, 4 შვილის დედა, რომელსაც საქართველო ერთი ნახვით შეუყვარდა - კვირის პალიტრა

ვინ არის და რას საქმიანობს ქართველების შვეიცარიელი რძალი, 4 შვილის დედა, რომელსაც საქართველო ერთი ნახვით შეუყვარდა

"ორ გვარს ვა­ტა­რებ - ჩემ­სას და მე­უღ­ლი­სას. ოთხი შვი­ლი მყავს. წარ­მო­შო­ბით შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ვარ. 25 წლამ­დე მხო­ლოდ რუ­კა­ზე ვი­ცო­დი, სად იყო სა­ქარ­თვე­ლო, ბავ­შვო­ბა­ში ამ რე­გი­ონ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია. აქ პირ­ვე­ლად 2000 წელს ჩა­მო­ვე­დი. პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გი ვარ, ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ვის­წავ­ლე და პო­ლი­ტო­ლო­გი ვარ, სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გვე­უბ­ნე­ბა ბარ­ბა­რა ჯი­მე­ლი-სუ­ლაშ­ვი­ლი, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და. მას აქ უკვე კარ­გად იც­ნო­ბენ, ბოლო წლებ­ში თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი იყო...

"ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნულს ვას­წავ­ლი, რო­გორც უცხო ენას. თბი­ლის­ში ორი სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ. 2010 წელს ვი­ყა­ვი სკო­ლა "ლო­გო­სის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­დაც გერ­მა­ნულ­საც ვას­წავ­ლი­დი და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­შიც ვმუ­შა­ობ­დი.

მერე 10 წელი ვალ­დორ­ფის სკო­ლა­შიც ვას­წავ­ლი­დი. 2017 წელს კი და­ვა­არ­სეთ ახა­ლი ვალ­დორ­ფის სკო­ლა და ბაღი - "ვალ­დორ­ფის პე­და­გო­გი­კის კამ­პუ­სი ლის­ზე“. ეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, სა­დაც გერ­მა­ნულს ვას­წავ­ლი და სას­წავ­ლო ნა­წილს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ“, - გვე­უბ­ნე­ბა ბარ­ბა­რა ჯი­მე­ლი-სუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად მშვე­ნივ­რად სა­უბ­რობს.

- პირ­ვე­ლად რა მი­სი­ით აღ­მოჩ­ნდით სა­ქარ­თვე­ლო­ში? ტუ­რის­ტად ჩა­მოხ­ვე­დით თუ რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე?

- სკა­უ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის ხა­ზით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სკა­უ­ტე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. ბავ­შვო­ბი­დან სკა­უ­ტი ვი­ყა­ვი, ბუ­ნე­ბა­ში დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით, კარ­ვე­ბით დავ­დი­ო­დით. 1998 წელს მე­გო­ბარ­თან ერ­თად ჩი­ლე­ში წა­ვე­დი, სა­დაც სკა­უ­ტე­ბის მსოფ­ლიო კრე­ბა იმარ­თე­ბო­და. იქ, 34.000 სკა­უტს შო­რის, ორი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო და ისი­ნი გა­ვი­ცა­ნით. მათ 2000 წელს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ბა­ნაკ­ში დაგვპა­ტი­ჟეს.

მე არ უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ჩემი და და სხვე­ბი აპი­რებ­დნენ წა­მოს­ვლას, მაგ­რამ ბოლო მო­მენ­ტში ერთ-ერთი ავად გახ­და და ჯგუფს მე შე­ვუ­ერ­თდი. ჩა­მო­ვე­დით აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­დაც უკვე ქარ­თვე­ლე­ბიც გა­ვი­ცა­ნით. გვი­თხრეს: "რად­გან აქ ხართ, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან ახ­ლო­საა, წა­მო­დით ჩვენ­თა­ნა­ცო“. აი, ასე, სრუ­ლი­ად სპონ­ტა­ნუ­რად მოვ­ხვდით აქ 2000 წელს. ოთხ დღე­ში ვნა­ხეთ თბი­ლი­სი და ბა­თუ­მი, მერე კი შვე­ი­ცა­რი­ა­ში დავ­ბრუნ­დით.

არ გვინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ სა­უბ­რე­ბად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა და­ვა­არ­სეთ. რამ­დენ­ჯერ­მე შვე­ი­ცა­რი­ა­ში ქარ­თვე­ლე­ბი ჩა­ვიყ­ვა­ნეთ, ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ვუ­ტა­რეთ. თა­ვად კი ყო­ველ წელს (2001, 2002, 2003, 2004, 2005) ჩა­მოვ­დი­ო­დით. ასე დავ­მე­გობ­რდით, გარ­კვე­უ­ლი კავ­ში­რე­ბი გა­ი­ბა, ხდე­ბო­და აზ­რე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა.

2002 წელს გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი პრო­ფე­სი­ით - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე - სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მი ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და­მე­წე­რა. აქ ჩა­მო­სუ­ლი სა­ა­თო­ბით ვი­ჯე­ქი არ­ქი­ვებ­სა და სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. აი, ასე ნელ-ნელა და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი.

shveicarielirdzali-1779609333.jpg

- არა­და, ჯერ კი­დევ მა­შინ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო...

- ჩემ­თვის მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო იყო. კარ­გად მახ­სოვს, ერთ წელს, როცა ჩა­მო­ვე­დით, ყვე­ლა ბილ­ბორ­დზე გა­ტა­ცე­ბუ­ლი ბრი­ტა­ნე­ლის, პი­ტერ შოუს სახე ეკი­და. ვკი­თხუ­ლობ­დი, ვინ არის-მეთ­ქი? ქარ­თვე­ლებს არ უნ­დო­დათ ჩვენ­თვის ამის თქმა, რომ უცხო­ე­ლის გა­ტა­ცე­ბის გამო არ შეგ­ვში­ნე­ბო­და, მაგ­რამ მე ამა­ზე მა­შინ არც ვდარ­დობ­დი. უფრო პრაქ­ტი­კულ ცხოვ­რე­ბას ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას. კარ­გად მახ­სოვს, დი­ლით რომ ვიღ­ვი­ძებ­დით, ვკი­თხუ­ლობ­დით: დღეს რა გვაქვს - დენი, წყა­ლი თუ გაზი?! სა­მი­ვე ერ­თად თით­ქმის არას­დროს იყო, ან ერთი იქ­ნე­ბო­და, ან მე­ო­რე. ეს შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო წლე­ბი იყო. ხში­რად ვმსჯე­ლობ­დით იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო ცხოვ­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორ უნდა და­ეძ­ლი­ათ კო­რუფ­ცია რე­ფორ­მე­ბით. კო­რუფ­ცი­ას მეც კარ­გად ვხე­დავ­დი. თან, ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბაა და ყო­ველ­თვის დიდი ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩემი სა­დიპ­ლო­მო თე­მაც იყო, ბევ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე მა­შინ­დელ ადა­მი­ა­ნებ­თან და ამ სა­კითხს ინ­ტენ­სი­უ­რად ვსწავ­ლობ­დი.

მერე კი, 2003 წელს, მოხ­და ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია. მა­შინ მე და ჩემი მე­უღ­ლე ჯერ კი­დევ არ ვი­ყა­ვით და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ ვმე­გობ­რობ­დით და პრო­ცე­სებს შო­რი­დან, ჟე­ნე­ვი­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დით. ინ­ტერ­ნე­ტით, "კუ­რი­ე­რის“ მოკ­ლე გა­მოშ­ვე­ბე­ბით ვა­დევ­ნებ­დით თვალს. მარ­თლა მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ იმ პე­რი­ოდს მო­ვეს­წა­რი. ის რე­ა­ლო­ბა ვნა­ხე, სხვა­ნა­ი­რად ვა­ფა­სებ იმ ყვე­ლა­ფერს, რაც მერე მოხ­და.

- სა­ერ­თოდ რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­გი­ტო­ვათ ქვე­ყა­ნამ თა­ვი­სი პოსტსაბ­ჭო­თა პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად?

- ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან მა­ტა­რებ­ლით წა­მო­ვე­დით. იქ ერთი კვი­რა გა­ვა­ტა­რეთ და ჩემ­თვის ურ­თუ­ლე­სი იყო, ნამ­დვი­ლი კულ­ტუ­რუ­ლი შოკი მი­ვი­ღე. საქ­მე რე­ლი­გი­ას კი არ ეხე­ბო­და, არა­მედ სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მოს. მა­ნამ­დეც ვყო­ფილ­ვარ მუს­ლი­მა­ნურ ქვეყ­ნებ­ში, მაგ­რამ ქა­ლის ასე­თი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სად მი­ნა­ხავს, რო­გორც იქ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ შე­მო­ვე­დით მა­ტა­რებ­ლით, პირ­ვე­ლი, რაც თბი­ლის­ში ვნა­ხე, ნავ­თლუ­ღის ბა­ზა­რი იყო. მა­ტა­რებ­ლის ფან­ჯრი­დან ძა­ლი­ან უცხო, ქა­ო­სუ­რი ბა­ზა­რი გა­მოჩ­ნდა... მერე სა­ბურ­თა­ლო­ზე ვცხოვ­რობ­დით. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, მა­შინ­ვე გა­მიჩ­ნდა გან­ცდა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­რებ­დი. ჩემი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: "გიჟი ხარ, შენ არ იცი, აქ რა ხდე­ბა - სა­ში­ნე­ლი კრი­მი­ნა­ლი და კო­რუფ­ცი­ა­აო“, მაგ­რამ ემო­ცი­ურ დო­ნე­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან აქ გად­მოს­ვლა უცებ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა­სა­ვით იყო.

იქ მათი ხუმ­რო­ბე­ბიც კი ვერ გა­ვი­გე, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ეს ბა­რი­ე­რი არ მქო­ნია. მარ­თა­ლია, ენის ბა­რი­ე­რი იყო, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ემო­ცი­უ­რი გან­წყო­ბა - ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი. ქვე­ყა­ნა მი­ვი­ღე და ქვე­ყა­ნა­მაც თბი­ლად მი­მი­ღო. იმ წლებ­ში ჩემ­ში ჭარ­ბობ­და ინ­ტე­რე­სი კულ­ტუ­რის, ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზი­სა და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის მი­მართ. ამ ყვე­ლა­ფერ­მა და ხალ­ხმა ჩემ­ზე ძა­ლი­ან დიდი და და­დე­ბი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ხალ­ხი ქა­ო­სუ­რია, ცხა­დია, მაგ­რამ სწო­რედ ამი­ტო­მაა საყ­ვა­რე­ლი. ვრცლად