"დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლობა... გთხოვთ, არ დამირეკოთ და ნუ მომწერთ..." - რა ვიდეოს ავრცელებს ნანიკო ხაზარაძე?
ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა:
"დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია იმედის თანამშრომლობა... გთხოვთ, არ დამირეკოთ და ნუ მომწერთ... ამაზე მეტს ჩემგან ვერ გაიგებთ. ყველაფერი კარგად არის. ცხოვრება გრძელდება..." - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.