"არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა არის "ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან ცუდად განწყობილი" - რას ამბობს ცოტნე ივანიშვილი? - კვირის პალიტრა

"არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა არის "ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან ცუდად განწყობილი" - რას ამბობს ცოტნე ივანიშვილი?

თუ ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ანს ჯან­სა­ღად, მარ­თლა უყ­ვარს თა­ვი­სი სამ­შობ­ლო, მა­შინ ყვე­ლა თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­უძ­ლია, რომ იმ­სჯე­ლოს, იკა­მა­თოს და ამ პო­ლე­მი­კა­ში თა­ვის­თა­ვად იბა­დე­ბა ჯან­სა­ღი აზრი, იბა­დე­ბა მყა­რი პო­ზი­ცია და იბა­დე­ბა სი­მარ­თლე, რაც მთა­ვა­რია, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვილ­მა ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­გი­ო­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რუს­თავ­ში გა­ნა­ცხა­და.

ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს ყალ­ბი სტე­რე­ო­ტი­პი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს ახალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ რა­დი­კა­ლუ­რად ცუ­დად არის გან­წყო­ბი­ლი."მე მგო­ნი ყვე­ლა­ნი მარ­ტი­ვად შევ­თან­ხმდე­ბით იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ყალ­ბი სტე­რე­ო­ტი­პი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს ახალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სო­ბა არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ ძა­ლი­ან ცუ­დად გან­წყო­ბი­ლი. მე პი­რა­დად მა­გა­ლი­თად მე­გობ­რე­ბიც მყავს, რომ­ლებ­თა­ნაც რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს ბევრ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მი­ხა­რია მათ­თან კა­მა­თი, სა­უ­ბა­რი. მა­ნამ­დეც აღ­ვნიშ­ნე და გა­ვი­მე­ო­რებ ახ­ლაც, რომ, ჩემი აზ­რით, თუ ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ანს ჯან­სა­ღად, მარ­თლა უყ­ვარს თა­ვი­სი სამ­შობ­ლო, მა­შინ ყვე­ლა თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­უძ­ლია, რომ იმ­სჯე­ლოს, იკა­მა­თოს და ამ პო­ლე­მი­კა­ში თა­ვის­თა­ვად იბა­დე­ბა ჯან­სა­ღი აზრი, იბა­დე­ბა მყა­რი პო­ზი­ცია და იბა­დე­ბა სი­მარ­თლე, რაც მთა­ვა­რია“,- გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­მა.

ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­მა შე­კი­თხვით მი­მარ­თა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბორ­დის წვე­რებს, თუ რო­გორ ხე­და­ვენ ისი­ნი ახალ­გაზ­რდუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის სა­მო­მავ­ლო ფორ­მატს.

"ჩემი აზ­რით, ამ ფორ­მატ­მა გა­ა­კე­თა იმი­სი დე­მონ­სტრა­ცია, რომ დი­ა­ლო­გი მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს ახალ­გაზ­რდებს შო­რის. მე მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორ ხე­დავთ ამ ფორ­მა­ტის უფრო გრძელ­ვა­დი­ან და­კა­ნო­ნე­ბას? ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ აპი­რებთ შე­მო­ი­ა­როთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, მეც პი­რა­დად ძა­ლი­ან მი­ხა­რია დღეს აქ ყოფ­ნა. ძა­ლი­ან მა­გა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვაა ეს.

იმის შემ­დეგ, რაც შე­მო­ივ­ლით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, მე რო­გორც მახ­სოვს, დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა თბი­ლის­ში. ფიქ­რობთ თუ არა, რომ უნდა გაგ­რძელ­დეს მსგავ­სი ტი­პის ფორ­მა­ტი ახალ­გაზ­რდებ­თან და თუ ფიქ­რობთ, აპი­რებთ მარ­თლაც ამის გაგ­რძე­ლე­ბას რო­გორ ხე­დავთ უფრო მუდ­მივ, გრძელ­ვა­დი­ან ფორ­მატს, იმას, რომ დი­ა­ლო­გი და­კა­ნონ­დეს ახალ­გაზ­რდებს შო­რის, აღ­მოვ­ფხვრათ ეს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი პო­ლა­რი­ზა­ცია ქვე­ყა­ნა­ში“,- გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინტერპრესნიუსი"