ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედს დაეჯახა - კვირის პალიტრა

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედს დაეჯახა

ქუთაისში ავარია მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

კერძოდ, ერთმანეთს ავტომობილი და ველოსიპედი შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ველოსიპედს მართავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"