"ასტონ ვილას“ დაბრუნება? - კვირის პალიტრა

"ასტონ ვილას“ დაბრუნება?

ინგლისური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი Aston Villa F.C. 1874 წელს დაარსდა. გუნდი პრემიერ-ლიგაში ასპარეზობს, ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში, და საშინაო მატჩებს 1897 წლიდან Villa Park-ზე მართავს. კლუბს ოთხი დამფუძნებელი ჰყავდა: ჯეკ ჰიუზი; ფრედერიკ მეთიუზი; უოლტერ პრაისი; უილიამ სკეტერგუდი.

"ასტონ ვილა" ინგლისის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე წარმატებული კლუბია: მათ შვიდჯერ მოიგეს Fოოტბალლ Lეაგუე Fირსტ Dივისიონ, შვიდჯერ - ჩუპ, ხუთჯერ Lეაგუე ჩუპ, ასევე ერთხელ - European Cup, European Super Cup და Europa League.

"ასტონ ვილა" 1880-იანი წლებიდან ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ წამყვან კლუბად ითვლებოდა, რადგან თანამედროვე პასებზე დაფუძნებული თამაშის ერთ-ერთი პიონერი იყო. ეს სწრაფი და კომბინაციური პასების სტილი შოტლანდიელმა ჯორჯ რემზიმ დანერგა, რომელიც 1886 წელს მსოფლიოში პირველი პროფესიონალი საფეხბურთო მენეჯერი გახდა.

ადგილობრივი საფეხბურთო გუნდების ნაკლებობის გამო "ასტონ ვილას" პირველი მატჩი Aston Brook St Mary’s-ის რაგბის გუნდთან გაიმართა. შეთანხმების მიხედვით, პირველი ტაიმი რაგბის წესებით ითამაშეს, მეორე კი ფეხბურთის წესებით. "ვილამ" ეს შეხვედრა 1:0 მოიგო.

კლუბის ისტორია მთლიანად შეიცვალა 1876 წელს, როდესაც ახალგაზრდა შოტლანდიელი ჯორჯ რემზი Villa Park-ზე "ვილას" სავარჯიშო მატჩს შემთხვევით წააწყდა. ფეხბურთელებმა მას თამაშში ჩართვა სთხოვეს და მისი ტექნიკით გაოცდნენ - მსგავსი ბურთის კონტროლი არასდროს ენახათ. მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა კლუბში გაწევრება და კაპიტნობა შესთავაზეს.

705031748-1299507212321370-6553863514186996713-n-1779632088.jpg

რემზის ოსტატობის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა. მაყურებლები სპეციალურად მიდიოდნენ პატარა მოთამაშის სანახავად, რომელსაც "სკოტის" ეძახდნენ. მოგვიანებით მან გუნდის ვარჯიშებიც ჩაიბარა. მანვე შექმნა პასებზე დაფუძნებული კომბინაციური თამაში. "ასტონ ვილაში" დანერგილი მისი მოკლე და ზუსტი პასების სტილი ინგლისურ ფეხბურთში ნამდვილ რევოლუციად ითვლებოდა.

ამის შემდეგ "ასტონ ვილა" მიდლენდსის (ინგლისის ცენტრალური ნაწილი) ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდა და 1880 წელს პირველი ტიტული - Birmingham Senior Cup - მოიგო. მომდევნო 12 სეზონში კლუბმა ეს თასი კიდევ ცხრაჯერ აღმართა.

კლუბის ტრადიციული ფორმაა:

შინდისფერი მაისური ღია ცისფერი სახელოებით;

თეთრი შორტები შინდისფერი და ცისფერი დეტალებით;

ღია ცისფერი წინდები შინდისფერი და თეთრი ელემენტებით.

pw1-1779632088.jpg

თავდაპირველად გუნდი სამეფო ლურჯ ქუდებსა და წინდებს, ლურჯ-წითელ ზოლიან მაისურებს და თეთრ კნიკერბოკერებს (ბრიჯი, შარვალ-გოლფი) ატარებდა. კლუბის წესებშიც ეწერა, რომ "არც ერთ წევრს არ ჰქონდა უფლება მატჩში ეთამაშა ამ უნიფორმის გარეშე".

1877-1879 წლებში გუნდმა სხვადასხვა ფორმა გამოცადა - თეთრი, ლურჯი და შავი, წითელი და ლურჯი, ასევე მწვანე ფორმებიც. საბოლოოდ, 1880 წელს, კლუბის შოტლანდიელმა ლიდერებმა უილიამ მაკგრეგორმა და ჯორჯ რემზიმ შავი მაისურები დაამატეს, რომელზეც შოტლანდიური ყალყზე შემდგარი ლომი იყო ამოქარგული.

წლეულს 20 მაისს "ასტონ ვილამ" გერმანული "ფრაიბურგი" 3:0 დაამარცხა და ევროპა ლიგის თასს დაეუფლა, ეს ტიტული კი "ასტონ ვილას" მწვრთნელისთვის, უნაი ემერისთვის რიგით მეხუთე აღმოჩნდა. მან სამჯერ გააჩემპიონა "სევილია", ერთხელ "ვილიარეალი" და ახლა უკვე "ასტონ ვილასაც" დაუბრუნა მოგებისა და ტიტულების "გემო".… მატჩისწინა ვარჯიშზე "ვილას" მეკარემ ემილიანო მარტინეზმა თითი მოიტეხა, თუმცა თამაში მაინც ჩაატარა და კარიც მშრალად შეინახა, საბოლოო სასტვენის შემდეგ კი პრინც უილიამის მსგავსად ცრემლები ვეღარ შეიკავა.

5091-1779632087.jpg

მარტინეზის მონაგარია შემდეგი თასები: Community Shield; x2 კოპა ამერიკა; მსოფლიო ჩემპიონატი; ფინალისიმა; ევროპა-ლიგა.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წევრი პრინცი უილიამი "ასტონ ვილას" გულშემატკივარია, რის გამოც მას ხშირად "სამეფო გუნდსაც" უწოდებენ. ის უკვე მრავალი წელია ქომაგობს "ასტონ ვილას", ხშირად ესწრება მატჩებს როგორც Villa Park-ზე, ისე გასვლით თამაშებზე. თავადაც უთქვამს, ბავშვობაში "ასტონ ვილა" იმიტომ აირჩია, რომ არ სურდა იმ დროის პოპულარული კლუბების, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" მხარდაჭერა, "უფრო ემოციური აღმავლობა და დაღმასვლა სურდა".

პრინცი მატჩებზე თავის შვილთან, ჯორჯთან ერთად დადის; კარგად იცნობს ფეხბურთელებსა და კლუბის ისტორიას და კლუბს მაშინაც ერთგულად გულშემატკივრობდა, როცა "ასტონ ვილა" Championship-ში თამაშობდა. მისი რეაქცია კი, როდესაც "ასტონ ვილამ" 30-წლიანი უტიტულო სერია დაასრულა, მეტყველებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მისთვის.

ნიკოლოზ თევდორაშვილი