VR Holding-მა ბროკერებისთვის VR Vake Sky Tower – Fashion Avenue-ის წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა და ილია თოფურია VR holding-ის ბრენდ ამბასადორად წარადგინა - კვირის პალიტრა

VR Holding-მა ბროკერებისთვის VR Vake Sky Tower – Fashion Avenue-ის წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა და ილია თოფურია VR holding-ის ბრენდ ამბასადორად წარადგინა

23 მაისს, თბილისში, Paragraph Freedom Square Hotel-ში, VR Holding-მა პროექტ „VR Vake Sky Tower – Fashion Avenue“-ის ოფიციალური წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა, რომელსაც უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები, წამყვანი ბროკერები და ინვესტორები ესწრებოდნენ. ღონისძიებას 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო.

vrgg-1779702582.png

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო პარტნიორი ბროკერებისთვის პროექტის კონცეფციის, გაყიდვების სტრატეგიისა და ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობების გაცნობა. VR Holding-მა სტუმრებს პირველად წარუდგინა „Fashion Avenue“-ის კონცეფცია - ახალი თაობის მრავალფუნქციური პრემიუმ სივრცე, რომელიც არქიტექტურას, მოდას, დიზაინს, ბრენდულ საცხოვრებელ გამოცდილებასა და თანამედროვე ურბანულ ცხოვრების სტილს აერთიანებს .

„VR Vake Sky Tower - Fashion Avenue“ საქართველოს ყველაზე მაღალ მრავალფუნქციურ ცათამბჯენს წარმოადგენს, რომლის სიმაღლე 260 მეტრს და 70 სართულს აღწევს. პროექტი მოიცავს პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, Fashion Avenue-ს კონცეფციაზე დაფუძნებულ კომერციულსა და საერთო სივრცეებს, A კლასის ბიზნეს ცენტრს, Michelin-ის დონის რესტორნებს, პრემიუმ ინფრასტრუქტურასა და რეგიონში ყველაზე მაღალ Infinity Pool-ს.

interior-1-v2-1779702591.png

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სიახლე გახდა VR Holding-ისა და UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ოფიციალური გამოცხადება. ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, ილია თოფურია VR Holding-ის ყველა პროექტის ოფიციალური ბრენდ ამბასადორი გახდა.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული პარტნიორობა VR Holding-ისთვის საერთაშორისო განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს. მსოფლიო მასშტაბის სპორტსმენისა და პრემიუმ დეველოპერული ბრენდის გაერთიანება ხაზს უსვამს კომპანიის გლობალურ ხედვას, საერთაშორისო ამბიციებსა და ლიდერულ პოზიციას რეგიონში.

ilia-x-vr-holding-1-1779702601.png

ილია თოფურიას სახელი დღეს მსოფლიო წარმატების, გამარჯვების, დისციპლინისა და უმაღლესი სტანდარტის სიმბოლოა, ხოლო მისი ასოცირება VR Holding-თან კომპანიის თითოეულ პროექტს დამატებით საერთაშორისო მნიშვნელობას, პრესტიჟსა და ექსკლუზიურობას სძენს.

R