"ვერ ვუყურე, როგორ ცემს და ათრევს თმებით ძიძა ჩემს შვილსო!" - რას წერს მოქალაქე, რომლის ინფორმაციით თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღში მის შვილიშვილზე ძალადობდნენ - კვირის პალიტრა

"ვერ ვუყურე, როგორ ცემს და ათრევს თმებით ძიძა ჩემს შვილსო!" - რას წერს მოქალაქე, რომლის ინფორმაციით თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღში მის შვილიშვილზე ძალადობდნენ

მო­ქა­ლა­ქე ლიკა მა­ხა­რაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის ერთ-ერთ კერ­ძო ბაღ­ში მის შვი­ლიშ­ვილ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ და ამის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გა­ი­გო, რაც პო­ლი­ცი­ამ ბა­ღი­დან კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი ამო­ი­ღო.

რო­გორც მო­ქა­ლა­ქე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, მა­ნამ­დე ხე­დავ­და, რო­გორ მო­დი­ო­და ბავ­შვი და­ზი­ა­ნე­ბით სახ­ლში, თუმ­ცა სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ოჯახს ეუბ­ნე­ბო­და, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბას თა­ვად იყე­ნებ­და, მი­სი­ვე სა­თა­მა­შო­თი.

"ახლა დავ­ჯე­ქი, გონ­ზე ჯერ ვერ მოვ­სულ­ვარ, თუმ­ცა ვეც­დე­ბი თან­მიმ­დევ­რო­ბით მოვ­ყვე... ეს გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ამ­ბა­ვი ჩემს შვი­ლიშ­ვილს, და­ჩის, ეხე­ბა დაჩი 2 წლის არის და უკვე 9 თვეა და­დის ბაღ­ში. ბრი­ტა­ნულ - ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შვო ბაღი-ABC, თით­ქმის ერთი თვეა ბავ­შვი ბა­ღი­დან მო­დის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით. (აქ, ფო­ტო­ებ­ში, და­ჩის პირ­ვე­ლი და ბოლო , მე-6 და­ზი­ა­ნე­ბე­ბია ნაჩ­ვე­ნე­ბი, თუმ­ცა დე­და­მისს ყვე­ლა და­ზი­ა­ნე­ბის ფოტო ჰქონ­და და მი­ა­წო­და გა­მო­ძი­ე­ბას). როცა პირ­ვე­ლად შე­ამ­ჩნია ქრის­ტიმ, მა­შინ­ვე და­უ­რე­კა ბა­ღის დი­რექ­ტორს - ანი ჯოლ­ბორდს Ani Jolbordi - და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო შემ­თხვე­ვის დროს ატყო­ბი­ნებ­და და სთხოვ­და, ენა­ხა კა­მე­რე­ბი და გა­ერ­კვია, რა­ტომ მო­დი­ო­და ბავ­შვი ბა­ღი­დან და­ზი­ა­ნე­ბე­ბით! ამ ქალ­ბა­ტო­ნის მხრი­დან მო­ვის­მი­ნეთ ათა­სი ვერ­სია, რომ იქ­ნებ ბავ­შვე­ბი ჩხუ­ბობ­დნენ, იქ­ნებ შემ­თხვე­ვით ეცე­მო­და, იქ­ნებ თავს იზი­ა­ნებ­და სა­თა­მა­შო­თი ( ერ­თსა და იმა­ვე ად­გილს - კი­სერს - სის­ტე­მა­ტუ­რად ) იქ­ნებ.... იქ­ნებ... იქ­ნებ... ერთ-ერთი იქ­ნე­ბი ისიც იყო, სახ­ლში ხომ არ ემარ­თე­ბაო, ანუ თქვენ ხართ დამ­ნა­შა­ვეო და ჩვენ გვაბ­რა­ლებ­თო ქალ­ბა­ტონ­მა სა­ბავ­შვო ბა­ღის დი­რექ­ტორ­მა არა­სო­დეს შე­ი­წუ­ხა თავი, რომ კა­მე­რე­ბი ენა­ხა ( ან იქ­ნებ ნახა კი­დე­ვაც! მის­გან აღა­რა­ფე­რი გა­მიკ­ვირ­დე­ბა!).

ხოდა ბო­ლოს, ხუთ­შა­ბათს, ბავ­შვი ისევ და­ზი­ა­ნე­ბით წა­მო­იყ­ვა­ნა ქრის­ტიმ ბა­ღი­დან. გა­მოყ­ვა­ნამ­დე ანი ჯოლ­ბორდმა ჩა­უგ­დო ფოტო, სა­დაც ჩანს, რო­გორ უჭი­რავს და­ჩის სა­თა­მა­შო მარ­ტორ­ქა და მი­ა­ყო­ლა გან­მარ­ტე­ბა, რომ ამ მარ­ტორ­ქით ბავ­შვმა თავი და­ი­ზი­ა­ნა და ვერ არ­თმე­ვენ, რად­გან ტი­რის. ( მისი მოკ­ლე ჭკუ­ით ჩვენ და­ვი­ჯე­რებ­დით, რომ ბავ­შვი მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კის­რის არე­ში ირ­ჭობ­და რე­ზი­ნის მარ­ტორ­ქას და სის­ხლს იდენ­და). ნუ, რა თქმა უნდა, ქრის­ტიმ კვლავ მო­ი­თხო­ვა კა­მე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა. ამ­ჯე­რად კი იყო სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი პა­სუ­ხი, რომ ნა­კაწ­რე­ბის გამო კა­მე­რებს ვერ შე­ა­მოწ­მებ­დნენ და, სა­ერ­თო­დაც, ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლა მისი პრე­ტენ­ზი­ე­ბით, ესა­უბ­რა დამ­ფუძ­ნებ­ლებს და გა­და­წყვი­ტეს შე­ე­წყვი­ტათ მის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ბავ­შვს ნუ­ღარ მო­იყ­ვან და დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბის თან­ხას უკან გად­მო­გი­რი­ცხავ­თო! არ ვიცი, ვე­რაფ­რით ვხვდე­ბი, რა­ტომ აძ­ლევ­და თა­ვად მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის დედა თავს მსგავ­სი სი­თავ­ხე­დის უფ­ლე­ბას!!!

განაგრძეთ კითხვა