"1200 ლარად ადამიანი ამ ქვეყანაში, მგონი, იცხოვრებს...“ - რას აცხადებს ლაშა პაპაშვილი - კვირის პალიტრა

"1200 ლარად ადამიანი ამ ქვეყანაში, მგონი, იცხოვრებს...“ - რას აცხადებს ლაშა პაპაშვილი

დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ჩვენ­ში ბიზ­ნეს­მენ ლაშა პა­პაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას. "1200 ლა­რად ერთი ადა­მი­ა­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში მე მგო­ნი იცხოვ­რებს,“ - თქვა მან ჟურ­ნა­ლის­ტებს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მთავ­რო­ბის ახალ დად­გე­ნი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მთავ­რო­ბის 7 მა­ი­სის დად­გე­ნი­ლე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ერ­თი­ა­ნი ბა­ზი­დან ამო­ი­რი­ცხე­ბი­ან ის ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თა ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, ერთ წევ­რზე გა­ან­გა­რი­შე­ბით, 1250 ლარი ან მე­ტია.

"1200 ლა­რად ერთი ადა­მი­ა­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში, მე მგო­ნი, იცხოვ­რებს. რა­ღა­ცას ჰგავს. რო­გორ არის ქარ­თუ­ლი ან­და­ზა? - სა­დამ­დეც შე­გიძ­ლია სა­ბა­ნი იქამ­დე უნდა გა­იწ­ვდი­ნო... ალ­ბათ არ აქვს ხა­ზი­ნას ამ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი,“ -გა­ნა­ცხა­და პა­პაშ­ვილ­მა "ტვ პირ­ველ­თან".

წყარო