"ამჟამად უცხოეთში, ოჯახთან ერთად იმყოფება... თავად ჩამოვა და კომენტარსაც გააკეთებს" - რას ამბობს თორნიკე რიჟვაძის მამა
თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნდება და საზოგადოების კითხვებს თავად უპასუხებს", - ამის შესახებ თორნიკეს მამამ, დავით რიჟვაძემ "აჭარა თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა.
"კარგად არის, ჯანმრთელად არის. ამჟამად უცხოეთში, ოჯახთან ერთად იმყოფება. რა მნიშვნელობა აქვს, კონკრეტულად სად არის – დაკითხვაზე ვარ? თუ საზოგადოებრივი ინტერესი იქნება, საზოგადოებას შესაბამის პასუხსაც გავცემთ. თავად ჩამოვა და კომენტარსაც გააკეთებს. მე რატომ არ უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში? დაბრუნება თქვენთვის უნდა შემეთანხმებინა?“ – ამბობს დავით რიჟვაძე (წყარო: "აჭარა თაიმსი") გააგრძელეთ კითხვა