3 ცნობილი საოპერო მომღერლის შესრულებული საქართველოს ჰიმნი და სოლისტებისთვის შექმნილი კოსტიუმები - კვირის პალიტრა

3 ცნობილი საოპერო მომღერლის შესრულებული საქართველოს ჰიმნი და სოლისტებისთვის შექმნილი კოსტიუმები

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე 26 მა­ი­სი­სად­მი მი­ძღვით სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი სამ­მა ქარ­თველ­მა სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა - იანო ალი­ბე­გა­შილ­მა, ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძემ და ნინო მა­ჩა­ი­ძემ შე­ას­რუ­ლეს.

ambebi.ge ქარ­თველ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალს, მეცო-სოპ­რა­ნოს - ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძეს ესა­უბ­რა.

- რო­გორ გა­და­წყდა, რომ თქვენ უნდა გემ­ღე­რათ, კო­ლე­გებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი?

- უკვე მე­ო­რედ მაქვს ეს პა­ტი­ვი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი ვიმ­ღე­რო. ორ­ჯერ­ვე დამ­პა­ტი­ჟა ღო­ნის­ძი­ე­ბის რე­ჟი­სორ­მა ბასა ფო­ცხიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სა­ოც­რად გე­მოვ­ნე­ბი­ან და ლა­მაზ აღ­ლუმს გვთა­ვა­ზობს ხოლ­მე. წელს სწო­რედ მისი იდეა იყო სამ ქარ­თველ მომ­ღე­რალს ერ­თად გვემ­ღე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი. კად­რე­ბი, რაც ვნა­ხე, მარ­თლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­მო­ვი­და.

iano11455900-58334-1779804028.jpg

- მზა­დე­ბა დიდ­ხანს მი­დი­ო­და და ვინ ეკუთ­ვნის თქვე­ნი სა­მო­სის დი­ზა­ი­ნი?

- რაც შე­ე­ხე­ბა მზა­დე­ბას, ჩემს თავ­ზე ვი­ტყვი, - კოს­ტი­უ­მე­ბი, ჩვე­ნი გრა­ფი­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რად ადრე და­ი­გეგ­მა, რად­გან ხში­რად არ ვართ ხოლ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­აღ­დგო­მოდ ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი და ჩემი კოს­ტი­უ­მის პირ­ვე­ლი მო­ზომ­ვა მა­შინ იყო. გუ­შინ ჩა­მოვფრინ­დი და ისე სა­ოც­რად შე­კე­რეს, რომ ხე­ლის ხლე­ბა არ დას­ჭირ­და, იმ­დე­ნად იდე­ა­ლუ­რად იყო ყვე­ლა­ფე­რი. ანა ნი­ნუა იყო ამ ყვე­ლაფ­რის ავ­ტო­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მხატ­ვა­რი, კოს­ტი­უ­მის დი­ზა­ი­ნე­რი...

განაგრძეთ კითხვა