რომის პაპის თქმით, ტექ­ნო­ლო­გია არ უნდა იქ­ცეს ინ­სტრუ­მენ­ტად, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნურ იდენ­ტო­ბას ან ღირ­სე­ბას და­ა­ზი­ა­ნებს - კვირის პალიტრა

რომის პაპის თქმით, ტექ­ნო­ლო­გია არ უნდა იქ­ცეს ინ­სტრუ­მენ­ტად, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნურ იდენ­ტო­ბას ან ღირ­სე­ბას და­ა­ზი­ა­ნებს

რო­მის პაპ­მა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შე­სა­ხებ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­ო­ლო­გი­უ­რი დო­კუ­მენ­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და გა­აფრ­თხი­ლა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის სე­რი­ო­ზულ საფრ­თხე­ებს ქმნის, თუ მისი კონ­ტრო­ლი „რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის“ ხელ­ში დარ­ჩე­ბა.

ენ­ციკ­ლი­კა­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით Magnifica Humanitas („დი­დე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა“), პაპი აცხა­დებს, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი უკვე გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, პო­ლი­ტი­კა­ზე, ომებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ამი­ტომ მისი გან­ვი­თა­რე­ბა მკაცრ ეთი­კურ და სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში უნდა მო­ექ­ცეს.პაპი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სამ­ხედ­რო გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. მისი თქმით, ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ომში „ყვე­ლა­ზე მკაცრ ეთი­კურ შე­ზღუდ­ვებს“ უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს, რად­გან ძა­ლა­დო­ბა­სა და ია­რაღ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ პო­ლი­ტი­კას სა­ბო­ლო­ოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის „კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი“ მო­აქვს.

დო­კუ­მენ­ტში ლეო XIV ასე­ვე აცხა­დებს, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი "სა­მარ­თლი­ა­ნი ომის" თე­ო­რია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში უკვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია. მისი თქმით, სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ თავ­დაც­ვის უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მარ­თლე­ბუ­ლი.

პაპი წერს, რომ მსოფ­ლი­ომ კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად უფრო მე­ტად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს დი­ა­ლო­გი, დიპ­ლო­მა­ტია და პა­ტი­ე­ბა, ვიდ­რე ძალა და სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ენ­ციკ­ლი­კა მხო­ლოდ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე არ არის ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. ტექ­სტში სა­უ­ბა­რია მიგ­რან­ტე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე, სო­ცი­ა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე, გა­რე­მოს დაც­ვა­სა და ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე. პაპი ხაზს უს­ვამს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სი კი არა, ადა­მი­ა­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა უნდა იყოს.

ლეო XIV ასე­ვე აკ­რი­ტი­კებს „ტრან­სჰუ­მა­ნიზ­მის“ იდე­ას — მო­საზ­რე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ტექ­ნო­ლო­გი­ას შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­და­ლახ­ვა. მისი თქმით, ტექ­ნო­ლო­გია არ უნდა იქ­ცეს ინ­სტრუ­მენ­ტად, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნურ იდენ­ტო­ბას ან ღირ­სე­ბას და­ა­ზი­ა­ნებს.

განაგრძეთ კითხვა