“ისეთი აღლუმი მინდა, სადაც ჯარის წინ, ისეთი მმართველი ძალა იდგება, რომელიც მათი ძარცვის ხარჯზე არ გამდიდრებულა...“ - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“ისეთი აღლუმი მინდა, სადაც ჯარის წინ, ისეთი მმართველი ძალა იდგება, რომელიც მათი ძარცვის ხარჯზე არ გამდიდრებულა,სადაც თავდაცვის მინისტრი,რომელიც მათ წარმოადგენდა წლების მანძილზე,კორუფციაზე არ იჯდება,სადაც ეცოდინებათ,რომ ანწუხელიძის სტენსილი დანაშაული არაა,სადაც მათ ქვეყნის ერთგულებას რეალურად პატივს სცემენ.გილოცავთ ქართულ ჯარს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენს წინაშე დამდგარიყვნენ ადამიანები,რომლებიც საკუთარი საქმით დაიმსახურებენ თქვენთან სიტყვით გამოსვლას“