"ვეცდები ვილაპარაკო ჩვენს პლანეტაზე ყველაზე უმადურ პროფესიაზე, ეს არის პროფესია მასწავლებელი...“ - გიორგი ჯანელიძე - კვირის პალიტრა

"ვეცდები ვილაპარაკო ჩვენს პლანეტაზე ყველაზე უმადურ პროფესიაზე, ეს არის პროფესია მასწავლებელი...“ - გიორგი ჯანელიძე

ცნობილი იუმორისტი და ტელეწამყვანი გიორგი ჯანელიძე სტუმრად იმყოფებოდა "ტელესკოლის" გადაცემაში "წითელი სკამი". მის მონოლოგს გადაცემაშივე მოჰყვა დიდი შთაბეჭდილებები, ხოლო შემდგომ გაზიარებულ ვიდეოს - არანაკლებ დიდი გამოხმაურება.

"ვეცდები ვილაპარაკო ჩვენს პლანეტაზე ყველაზე უმადურ პროფესიაზე, ეს არის პროფესია მასწავლებელი... მე ვიცი, თქვენ როგორ უყურებთ მასწავლებლებს. გგონიათ ისინი ჩამორჩენილები, ძველმოდურები და წყალწაღებულები. გგონიათ უვიცები, სასტიკები, ჭირვეულები და ბოროტები... და ეს მართლაც ასეა, ზოგჯერ. მაგრამ შევხედოთ მეორე მხრიდან. როგორები ხართ თქვენ, რით ხართ მათზე უკეთესები და რაზეა დაფუძნებული თქვენი პრეტენზიები. თუ მასწავლებლები არიან ასეთები, თქვენ ხშირ შემთხვევაში ხართ ზარმაცები და უპასუხისმგებლოები, უტაქტოები და უზრდელები, არაპუნქტუალურები...

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო