“წლობით უნდა იხადონ ბანკის ვალი და ისევ მათ შვილებს მოაკლდებათ“ - რა ჯდება სკოლის დამთავრება საქართველოში?
მაისის ბოლო და ივნისის დასაწყისი საქართველოში ტრადიციულად ერთი და იმავე სურათით ასოცირდება: თეთრი პერანგები, ემოციური წარწერები, აცრემლებული თვალები და... მშობლების თავბრუდამხვევი ხარჯები. თუმცა, წელს სკოლის გამოსაშვები ციებ-ცხელება სრულიად ახალ, შოკისმომგვრელ ნიშნულზე გავიდა.
სოციალურ ქსელებსა და კულუარებში მშობლების საუბრებს თუ მოუსმენთ, მიხვდებით, რომ ბანკეტი უკვე დიდი ხანია გასცდა უბრალო საღამოს ფარგლებს და გადაიქცა ერთგვარ სოციალურ გამოცდად, სადაც ოჯახები ერთმანეთს ფუფუნებითა და ამბიციებით ეჯიბრებიან.

"ფასები ასტრალშია გასული“ - რა ჯდება სკოლის დამთავრება?
"ჩემმა ახლობელმა მითხრა, მშობლების საუბარს მოვკარი ყური და ერთს უთქვამს, 10 000 ლარი დამიჯდაო! კარგით, რა ხალხო, რა 10 ათასი? - ჯერ ხუთიც კატასტროფაა და 10?! ღმერთო, როდის უნდა შეიგნონ მშობლებმა, რომ ეს თანხა შვილებს მოახმარონ და არა "პაკაზუხობას“? წლობით უნდა იხადონ ბანკის ვალი და ისევ მათ შვილებს მოაკლდებათ, მით უფრო ახლა, როცა ყველა აბარებს და ყველა სტუდენტია...“ - წერს ერთ-ერთი აღშფოთებული მშობელი სოციალურ ქსელში.
ციფრები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შეძლებული თუ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები ასახელებენ, მართლაც კოსმოსურია. რეალობა რამდენიმე კატეგორიად იყოფა: