"მამარდა" ლივერპულის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა - რას ჰყვება მოწმე პოლიციელი
სასამართლო პროცესი გასულ პარასკევს გაიმართა და "მამარდას" 440 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, ასევე მართვის მოწმობაზე 6 საჯარიმო ქულა ჩამოეწერა და დაევალა 120 ფუნტის გადახდა სასამართლო ხარჯებისთვის.
- პოლიციის ოფიცერმა ჩვენებაში დეტალურად აღწერა, თუ როგორ "გამოიჭირეს" მამარდაშვილი 27 იანვარს, დაახლოებით 15:45 საათზე, M6 ავტომაგისტრალის სამხრეთ მიმართულებაზე.
"22-ე გასასვლელამდე ზუსტად რამდენიმე წუთით ადრე, მე სამზოლიანი გზის მესამე ზოლში ვიმყოფებოდი, როდესაც გადავასწარი შავ "აუდის", რომელიც მეორე ზოლში მოძრაობდა.
პირველი ზოლი თავისუფალი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ "აუდი" პირველ ზოლში უნდა გადასულიყო და სწორედ ამან მიიპყრო ჩემი ყურადღება.