რა ბრალდება წარუდგინა სასამართლომ საბავშვო ბაღის აღმზრდელზე, რომელიც ბავშვზე ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს - კვირის პალიტრა

რა ბრალდება წარუდგინა სასამართლომ საბავშვო ბაღის აღმზრდელზე, რომელიც ბავშვზე ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი კერ­ძო სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდელს, რო­მელ­მაც მცი­რე­წლო­ვან აღ­საზ­რდელ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლომ მცი­რე­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ კერ­ძო სა­ბავ­შვო ბაღ­ში, აღ­მზრდელ­მა მცი­რე­წლო­ვა­ნის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა დრო­საც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1 პრი­მა ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით (ცემა ან სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge-სთან ბე­ბია ლიკა მა­ხა­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ოჯა­ხი ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე მიჰ­ყვე­ბა და ბა­ღის დი­რექ­ტორს, ანი ჯოლ­ბორდს, აღ­მზრდე­ლის თა­ნა­ბარ დამ­ნა­შა­ვედ მი­იჩ­ნევს, რად­გან დედა მუდ­მი­ვად ითხოვ­და კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს, თუმ­ცა ად­მი­ნის­ტრა­ცია მათ არ აძ­ლევ­და.

განაგრძეთ კითხვა