რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია? - კვირის პალიტრა

რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია?

რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, „როსსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები 30 მაისიდან ამოქმედდება.

უწყებაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სომხეთიდან „პროდუქციის მიწოდებისას მზარდი დარღვევების ფონზე და ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.

განცხადების თანახმად, დროებითი შეზღუდვები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე „მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმი არ დაინერგება“.

„როსსელხოზნადზორმა“ აღნიშნა, რომ „არსებული ვითარება რუსეთში ფიტოსანიტარიულ მდგომარეობას საფრთხეს უქმნის“.

"ინტერპრესნიუსი"