როგორ დაიკლო სალომე შარვაძემ ინიექციებით 17 კილოგრამი - კვირის პალიტრა

როგორ დაიკლო სალომე შარვაძემ ინიექციებით 17 კილოგრამი

სალომე შარვაძემ სოციალურ ქსელში მისი წონის კლების შესახებ ისაუბრა და გამომწერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. სალომე იმ გაუგებრობაზეც ისაუბრა, რომელიც მის მიერ გაზიარებულ ბოლო ვიდეოს მოჰყვა - ვიდეოში სალომე რეკლამას უწევდა ერთ-ერთ კომპანიას, რომლის პროდუქტების გამოყენებასაც წონის კლებისთვის აპირებდა.

როგორ დაიკლო სალომე შარვაძემ?- ძალიან დიდი გაუგებრობა გამოიწვია და ძალიან ბევრი კომენტარი მოჰყვა ჩემს წონაში კლების ვიდეოს.

გამომდინარე იქიდან, რომ ინსტაგრამზე ძალიან ხშირად ვაზიარებ ჩემს სთორებს, ტიკტოკზე რაღაცნაირად ვერ ავეწყე. შესაბამისად, მოხდა ასეთი რამ - დავდე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ 17 კილოგრამი დავიკელი და ახლა დამრჩა სულ რაღაც 10 თუ 8 კილოგრამი დასაკლები და უნდა გამოვიყენო კონკრეტული ბრენდის პროგრამა. აქ გეგონათ, რომ 17 კილო ამ ბრენდის პროდუქტებით დავიკელი, ზოგი წერდა, რომ მე ვიტყუები და ამ 17 კილოგრამის დასაკლებად ინიექციებს ვიტარებ.

მე არ მიყვარს ტყუილები - ყველაფერს ძალიან გულწრფელად ვაზიარებ.შესაბამისად, ინსტაგრამზე მედო ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ გავიკეთე სრული გამოკვლევა საქართველოშიც და სტამბოლშიც. გადაწყდა, რომ ჩემი BMI იყო 48 და სასწრაფოდ დამჭირდა, რაღაც ჩარევები გამეკეთებინა. ეს იქნებოდა ინიექცია, სწორი კვება თუ სხვა და ამ ყველაფერს თან ერთოდა წონაში კლება.

მანამდე წონის კლების სხვადასხვა გზა ვცადე - დიეტები, ვარჯიში, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, მაინც დამჭირდა ინიექციის გაკეთება.

განაგრძეთ კითხვა