რატომ გააფთრდა ბოლო ხანს პუტინი ასე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ფრონტის ხაზზე? - გიორგი კობერიძის ანალიზი - კვირის პალიტრა

რატომ გააფთრდა ბოლო ხანს პუტინი ასე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ფრონტის ხაზზე? - გიორგი კობერიძის ანალიზი

მსოფ­ლიო კი­დევ ერთხლე შეძ­რა აგ­რე­სო­რი რუ­სე­თის სი­სას­ტი­კემ - 23-დან 24 მა­ი­სის ღა­მით რუ­სე­თის ჯა­რებ­მა უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქს დრო­ნე­ბით და რა­კე­ტე­ბით და­არ­ტყეს. სა­მიზ­ნე­ში ამო­ღე­ბუ­ლი იყო პირ­და­პირ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კვარ­ტა­ლი - კი­ე­ვის შევ­ჩენ­კოს რა­ი­ონ­ში 5-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის ნა­წი­ლის ნგრე­ვის შე­დე­გად ორი ქალი და­ი­ღუ­პა. უკ­რა­ი­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, კი­ევ­ზე დარ­ტყმის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლია 87 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სამი ბავ­შვი. გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ინ­სკა პრავ­დას“ ცნო­ბით, და­ზი­ა­ნე­ბულ სახ­ლებს შო­რი­საა გრუ­შევ­სკის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლი, სა­დაც ბინა აქვს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის.

კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ტი­მურ ტკა­ჩენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ ად­გი­ლე­ბი­სა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, რუ­სეთ­მა კი­ევ­ზე ომს და­წყე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნა.

უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, 24 მა­ისს რუ­სე­თის ჯა­რებ­მა უკ­რა­ი­ნას, ძი­რი­თა­დად, კი­ევს 600 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით და 90 ბა­ლის­ტი­კუ­რი, აე­რო­ბა­ლის­ტი­კუ­რი და გემ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტით შე­უ­ტი­ეს. უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ 55 რა­კე­ტა და 549 დრო­ნი მო­ი­გე­რია. უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­კე­ტებს შო­რის იყო "ორეშ­ნი­კი“, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ჯა­რებ­მა კი­ე­ვის ოლ­ქზე დარ­ტყმი­სას გა­მო­ი­ყე­ნეს.

The Guardian-ის წყა­რო­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის გან­წყო­ბე­ბის შეც­ვლა გა­მო­იწ­ვია უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის და­წყე­ბი­დან მე­ხუ­თე წელს ფრონტზე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბებ­მა და რუ­სეთ­ში შიდა პრობ­ლე­მე­ბის გამ­წვა­ვე­ბამ.

ფაქ­ტია, პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტას არ აპი­რებს და მი­იჩ­ნევს, რომ რუს სამ­ხედ­რო­ებს ამ წლის ბო­ლომ­დე შე­უძ­ლი­ათ მთე­ლი დონ­ბა­სის და­პყრო­ბა და ფრონ­ტის გარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა სხვა რე­გი­ო­ნებ­ზეც.

გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე, ანა­ლი­ტი­კო­სი:

koberidze-38177-82166-1780038827.png

- რუ­სეთს უკ­რა­ი­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მო­სახ­ლე­ო­ბა რო­გორც სა­მიზ­ნე, ისე ჰყავს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ეს არა­ხა­ლია. მის დოქ­ტრი­ნა­ლურ ხედ­ვა­ში ქვეყ­ნის, რო­მელ­თა­ნაც ომი აქვს, ნე­ბის­მი­ე­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არის ლე­გი­ტი­მუ­რი სა­მიზ­ნე, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო დოქ­ტრი­ნის მი­ხედ­ვით, ეს ღიად არის გა­ცხა­დე­ბუ­ლი და ამა­ზე ორაზ­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. ამი­ტო­მაც, მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვა რუ­სუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. მე­ო­რე პერ­სპექ­ტი­ვა, რა­ტო­მაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო შე­ტე­ვა - უკ­რა­ი­ნე­ლებს ჰქონ­დათ და აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ჰა­ერ­ში (მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით იე­რი­შე­ბის მი­ტა­ნა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პო­ზი­ცი­ებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტებ­ზე, სა­ი­და­ნაც რუ­სე­თის ერ­თის მხრივ სამ­ხედ­რო ლო­ჯის­ტი­კა იკ­ვე­ბე­ბა (ნავ­თო­ბია მხედ­ვე­ლო­ბა­ში) და მე­ო­რეს მხრივ, ასე­ვე, ამ ნავ­თო­ბის თუ სხვა­დას­ხვა ნა­წარ­მის გა­ყიდ­ვა ხდე­ბა ექ­სპორტზე და იქი­დან შე­მო­სუ­ლი ფუ­ლით რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს ომს). სწო­რედ ამ ობი­ექ­ტებ­ზე დარ­ტყმის სა­პა­სუ­ხო იყო რუ­სე­თის მხრი­დან იე­რი­შე­ბი.

განაგრძეთ კითხვა