ქუთაისში, ერთ-ერთი კვების ობიექტზე 36 ადამიანი მოიწამლა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერიდან“ აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტომ „ფუდ გალერიში“ მოკვლევა ქუთაისში, 36 ადამიანის ინტოქსიკაციის შემდეგ დაიწყო. „დადგინდა, რომ უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აერობული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა უზბეკური ფლოვის, ომლეტის (სოკოთი), ბოსტნეულის კოქტეილისა და ტირამისუს ნიმუშებში; გარდა ამისა, გამოვლინდა ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორს დაევალა სამუშაო ზედაპირების, მოწყობილობების, აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფექცია და ნიმუშების აღება; პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.