“ეს ანო­მა­ლია იყო. ყვე­ლა­ფერს აღ­ვად­გენთ და ისევ დავ­ბრუნ­დე­ბით ფრე­ნებ­ზე,“ - ჯეფ ბეზოსის რაკეტა ტესტირების დროს აფეთქდა - კვირის პალიტრა

“ეს ანო­მა­ლია იყო. ყვე­ლა­ფერს აღ­ვად­გენთ და ისევ დავ­ბრუნ­დე­ბით ფრე­ნებ­ზე,“ - ჯეფ ბეზოსის რაკეტა ტესტირების დროს აფეთქდა

Blue Origin-ის მძლავ­რი რა­კე­ტა „ნიუ გლე­ნი“ ფლო­რი­და­ში ტეს­ტი­რე­ბის დროს აფეთ­ქდა. ინ­ცი­დენ­ტი კეიპ-კა­ნა­ვე­რალ­ზე მოხ­და, სა­დაც 322 ფუ­ტის სიგ­რძის რა­კე­ტას ძრა­ვის გაშ­ვე­ბის ტეს­ტი უტარ­დე­ბო­და. კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ჩნდე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ცე­ცხლი რა­კე­ტის გვერ­დებ­ზე, შემ­დეგ კი მთე­ლი ტე­რი­ტო­რია კვამლსა და ალში ეხ­ვე­ვა.

აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, თუმ­ცა ახ­ლომ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ­ლებ­მა ძლი­ე­რი ბიძ­გი და შე­ნო­ბე­ბის რყე­ვა იგ­რძნეს.

image-395291-43894-1780046332.webp

კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ჯეფ ბე­ზოს­მა მომ­ხდარს "ძა­ლი­ან რთუ­ლი დღე“ უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ აფეთ­ქე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის დად­გე­ნა ჯერ ნა­ად­რე­ვია.„ეს ანო­მა­ლია იყო. ყვე­ლა­ფერს აღ­ვად­გენთ და ისევ დავ­ბრუნ­დე­ბით ფრე­ნებ­ზე,“ — გა­ნა­ცხა­და ბე­ზოს­მა.

განაგრძეთ კითხვა