გორის რაიონულ სასამართლოში პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული 6 პოლიციელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას არცერთი ბრალდებული არ ესწრება - კვირის პალიტრა

გორის რაიონულ სასამართლოში პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული 6 პოლიციელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას არცერთი ბრალდებული არ ესწრება

გორის რაიონულ სასამართლოში პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის - ალექსი ბადალოვის, ბესო მალაციძის, გიორგი წკრიალაშვილის, საბა წაველიძის, ივანე მისირელის, ვლადიმერი გოდერძიშვილისა და ბესო მალაციძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა პოლიციელების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ადვოკატები კი გირაოს შუამდგომლობას დააყენებენ.

სხდომას მას შემდეგ, რაც საქმე მოსამართლე ლევან დარბაიძემ აიცილა, მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი უძღვება.

პროცესს არ ესწრება არც ერთი ბრალდებული პოლიციელი. როგორც ადვოკატებმა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, დაკავებულებს სხდომაზე დასწრება არ სურთ.

ასევე, როგორც ირკვევა, ბრალდებული სამართალდამცავებიდან ერთი - ვლადიმერ გოდერძიშვილი, ინციდენტის შემდეგ, კლინიკაში მოათავსეს. სწორედ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან პაპუნა ლოცულაშვილს.

განაგრძეთ კითხვა