სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა.

აღნიშნულის შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართა.

სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განმარტებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ედება.