პენტაგონი უკრაინელების ვალშია - განადგურებულია ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავების აღმომჩენი, ბერიაშვილის ქარხნის ორი რუსული სტრატეგიული „სტალინის დათვიც“...
ამერიკული სტრატეგიული და მრავალდანიშნულების ატომური წყალქვეშა ნავების კაპიტნებს საფრთხე მოაკლდათ - უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა 30 მაისის ღამეს ერთმანეთის მიყოლებით ააფეთქეს ორი უზარმაზარი რუსული სამხედრო თვითმფრინავი-Ту-142, რომლებიც გათვლილი იყვნენ ოკეანეებისა და ზღვების სიღრმეებში, პირველ რიგში სწორედ ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად...
Ту-142-ს ნატოს კოდიფიკაციით ეწოდება Bear-F,რადგან მისი „წინაპარი“ გახლდათ სწორედ პირველი საბჭოთა „დათვი“-ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში,1952 წლის 12 ნოემბერს პირველად აფრენილი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95,რომლის უზარმაზარი გაბარიტების გამო,ნატოელებმა ის რუსულ „დათვად“ მონათლეს-ის პირველი საბჭოთა ატომური და ბირთვული საავიაციო ბომბების მატარებელი გახლდათ.
ამ სტრატეგიული ბომბდამშენის ბაზაზე 1962 წელს დაამზადეს Ту-95РЦ-მზვერავი-მიზნისმომნიშვნელი,რომლის ეკიპაჟს ევალებოდა მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდების რადიოლოკაციური,რადიოტექნიკური და ფოტოდაზვერვა,რის შემდეგაც მათი ზუსტი კოორდინატები უნდა გადაეცა მართვადი სარაკეტო შეიარაღების მქონე საკუთარი კრეისერებისთვის,წყალქვეშა ნავებისა და სანაპირო დაცვის ბატარეებისთვის.
1960-70-იან წლებში ამერიკული ატომური წყალქვეშა ფლოტის გაძლიერების საპასუხოდ,რომლებსაც ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების გაშვება საბჭოთა კავშირის სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით შეეძლოთ წყალქვეშა მდგომარეობიდან,აუცილებელი გახდა მათი ადრეული აღმოჩენა,რისთვისაც Ту-95РЦ-ს მოდერნიზაცია განხორციელდა და 1972 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიაციამ შეიარაღებაში მიიღო Ту-142-წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო შორეული მოქმედების თვითმფრინავი.
მასზე დაყენებული იქნა ჰიდროაკუსტიკური სისტემა-თვითმფრინავის ათ კაციანი ეკიპაჟი მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავის წყალქვეშ ცურვის სავარაუდო რაიონში ყრიდა რადიოჰიდრო ტივტივებს,რომლებიც აფიქსირებდნენ წყალქვეშა ნავის ხრახნის მუშაობის ხმას და მას რადიოტალღებით გადასცემდნენ ჰაერში ბარაჟირებ საზღვაო „დათვს“,რის შემდეგაც ეკიპაჟს შეეძლო გამოეყენებინა სიღრმული ბომბები,საზღვაო ნაღმები და ტორპედოები,მათ შორის ბირთვულქობინიანებიც.
1972 წლიდან Ту-142-ების სერიული წარმოება დაიწყო ტაგანროგის საავიაციო ქარხანაში,რომელიც დღეს გიორგი ბერიევის (ბერიაშვილის) სახელს ატარებს
1992 წლამდე,როდესაც შეწყდა ამ ტიპის თვითმფრინავების სერიული წარმოება,გამოშვებული იყო ასამდე ეგზემპლარი,თუმცა ამჟამად რუსეთის განკარგულებაში არაუმეტეს 22 ასეთი საზღვაო „დათვი“ რჩებოდა,რომელთაგან ყველა საბრძოლო მდგომარეობაში შეიძლება არც არის.
ვიდეო: 29-30 მაისის ღამეს უკრაინული კამიკაძე-დრონების მიერ ორი რუსული Ту-142-ისა და „ისკანდერის“ ერთი მობილური სარაკეტო დანადგარის „მონადირების“ ვიდეოკადრები