“შენი ეს გამარჯვება მთელი ქვეყნის სიხარული და გამარჯვებაა! შენთვის შეუძლებელი არაფერია” - როგორ ულოცავს ლევან კობიაშვილი “კვარას” გამარჯვებას? - კვირის პალიტრა

“შენი ეს გამარჯვება მთელი ქვეყნის სიხარული და გამარჯვებაა! შენთვის შეუძლებელი არაფერია” - როგორ ულოცავს ლევან კობიაშვილი “კვარას” გამარჯვებას?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს:

"ვულოცავ ხვიჩას ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის თასის მეორედ აღმართვას! შენი ეს გამარჯვება მთელი ქვეყნის სიხარული და გამარჯვებაა! შენთვის შეუძლებელი არაფერია - ველით ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგებას და ახალ მიღწევებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად!" - წერს ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში.