"ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყო მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ი­თაც და ხე­ლოვ­ნე­ბი­თაც. ძა­ლი­ან ნა­კი­თხი ადა­მი­ა­ნი იყო ყო­ველ­თვის" - რას იხსენებს პატრიარქ შიო III-ის შესახებ მწერალი ირაკლი კაკაბაძე - კვირის პალიტრა

"ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყო მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ი­თაც და ხე­ლოვ­ნე­ბი­თაც. ძა­ლი­ან ნა­კი­თხი ადა­მი­ა­ნი იყო ყო­ველ­თვის" - რას იხსენებს პატრიარქ შიო III-ის შესახებ მწერალი ირაკლი კაკაბაძე

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ შიო III-ზე სა­უ­ბა­რი ჩვენს რეს­პონ­დენ­ტთან გა­ცი­ლე­ბით ადრე გა­და­წყდა და და­ი­გეგ­მა, ოღონდ, რა­ღაც ეტაპ­ზე, ვერ მო­ხერ­ხდა, თუმ­ცა პუბ­ლი­ცის­ტმა და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის, შიო III-ის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა - ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძემ ჩვენს შე­კი­თხვებს სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც უპა­სუ­ხა. მარ­თა­ლია, ამ თე­მა­ზე მას სხვა დროს და სხვა­დას­ხვა მე­დი­ას­თან უსა­უბ­რია, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ქვე­ყა­ნას ახლა ჰყავს ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მის შე­სა­ხებ, მისი გან­ვლი­ლი გზის შე­სა­ხებ მისი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის სა­უ­ბა­რი უინ­ტე­რე­სო სუ­ლაც არ უნდა იყოს.

Ambebi.ge-ს შე­კი­თხვებს მწერალი, სოციალური მეცნიერი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე პა­სუ­ხობს.

- რო­გორ და სად გა­ი­ცა­ნით ერის­კა­ცო­ბა­ში ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი, დღეს უკვე სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი შიო III?

- თუ არ ვცდე­ბი, 1982 წელი იყო… ელიზ­ბა­რი ვნა­ხე პირ­ვე­ლად გიო მგე­ლა­ძეს­თან ერ­თად. გიომ გა­მაც­ნო თა­ვი­სი ძმა­კა­ცი. მახ­სოვს, მა­შინ საკ­მა­ოდ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით და ელიზ­ბარს ხელ­ში დიდი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი ეჭი­რა. 53-ე სკო­ლას­თან ვნა­ხეთ მე და გიომ და ეტყო­ბა, მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლი­დან ბრუნ­დე­ბო­და. მახ­სოვს, დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, რომ ამ ასაკ­ში უკვე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბო­და მუ­სი­კას. მისი თვა­ლე­ბი ას­ხი­ვებ­და დიდ მის­წრა­ფე­ბას. მა­შინ ჩვენ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კით ვი­ყა­ვით გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი. "მო­მა­ვალ რას­ტრო­პო­ვიჩს“ უწო­დებ­დნენ, მახ­სოვს.

მა­შინ­ვე და­მე­გობ­რდით? რა თვი­სე­ბე­ბით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- კი ბა­ტო­ნო. გი­ოს­თან ერ­თად ვხვდე­ბო­დით ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს. ეს ბა­ტო­ნი პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი წელი იყო და ხში­რად ვლა­პა­რა­კობ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე და ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე. მისი და­ფიქ­რე­ბუ­ლო­ბით და სი­დინ­ჯით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ყო­ველ­თვის და ძა­ლი­ან ან­თე­ბუ­ლი იყო იდე­ით. მუ­სი­კა მა­შინ ჩვენ­თვის დიდი იდეა იყო - ვუს­მენ­დით ბე­თჰო­ვენს, მო­ცარტს, ვერ­დის, ჰენ­დელს... აგ­რეთ­ვე მან ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად იცო­და ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმო­ვა­ნი სიმ­ღე­რე­ბი. მისი მამა, ბა­ტო­ნი თე­ი­მუ­რა­ზი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ღე­რა­ლიც იყო, გარ­და იმი­სა, რომ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ჰქონ­და... ოჯა­ხი­და­ნაც მოს­დგამ­და სუ­ლი­ე­რე­ბა და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა.

- კონ­ტაქ­ტში ად­ვი­ლად შე­მო­დი­ო­და? აქ­ტი­უ­რი იყო? ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი თუ ჰქონ­და?

- დიახ, კონ­ტაქ­ტში­აც შე­მო­დი­ო­და ზო­მი­ე­რად და აქ­ტი­უ­რიც იყო. ზო­მი­ე­რე­ბა მისი დიდი ღირ­სე­ბა იყო. ზედ­მე­ტებ­ში გა­დაჭ­რა არ უყ­ვარ­და. ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი, ცხა­დია, ჰქონ­და, რა თქმა უნდა. ამის გა­რე­შე რო­გორ იქ­ნე­ბო­და... სა­ერ­თოდ, ჩვენს მე­გობ­რებ­ში ბევ­რი ლი­დე­რი იყო. ელიზ­ბა­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბა იყო, რომ არას­დროს ჩქა­რობ­და და ზედ­მე­ტად ემო­ცი­ურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ იღებ­და, რა­საც ჩვენ ხში­რად ვა­კე­თებ­დით. ეს ხდე­ბო­და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის იყო კარ­გი გა­გე­ბით, მე­ტად პო­ზი­ტი­უ­რი გრძნო­ბე­ბით სავ­სე ადა­მი­ა­ნი.

- გარ­და მუ­სი­კი­სა რა იყო მისი ინ­ტე­რე­სის სფე­რო?

- ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყო მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ი­თაც და ხე­ლოვ­ნე­ბი­თაც. ძა­ლი­ან ნა­კი­თხი ადა­მი­ა­ნი იყო ყო­ველ­თვის. მუ­სი­კის­გან თა­ვი­სუ­ფალ დრო­ში ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და. მახ­სოვს, ბევ­რს ვლა­პა­რა­კობ­დით ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, გა­ლა­კტი­ონ­ზე, აგ­რეთ­ვე გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლე­ზე, გრი­გოლ ხანძთელ­ზე. 1983 წელს და­ი­წყო გა­მოს­ვლე­ბი "გი­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის“ წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით მა­შინ, მაგ­რამ მა­ინც წა­ვე­დით და­გეგ­მილ მცი­რე­რი­ცხო­ვან "პრო­ტესტზე“. იქ უკვე ვნა­ხეთ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბი. 1983 წლის ნო­ემ­ბერ­ში (თუ არ ვცდე­ბი) ბა­ტო­ნი პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა გარ­და­იც­ვა­ლა და მისი შვი­ლიშ­ვი­ლი, გიო მგე­ლა­ძე, უნდა მო­ნათ­ლუ­ლი­ყო სას­წრა­ფოდ. ასე აღ­მოჩ­ნდა, რომ მე და ელიზ­ბა­რი (მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქი შიო მე­სა­მე) აღ­მოვ­ჩნდით გიოს ნათ­ლი­ე­ბი იმ დღეს. ბა­ტო­ნი პავ­ლეს დაკ­რძალ­ვა დიდი ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი მო­მენ­ტი იყო ჩვენ­თვის. პრო­ცე­სია ფე­ხით მი­დი­ო­და მწე­რალ­თა სახ­ლი­დან დი­დუ­ბის სა­საფ­ლა­ომ­დე. იქ იყ­ვნენ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მი­ხე­ილ ქურ­დი­ა­ნი, როს­ტომ ჩხე­ი­ძე და ბევ­რი სხვა იმ დრო­ის გა­მო­ჩე­ნი­ლი მოღ­ვა­წე. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა ჩვენ­თვის იმ დღეს და­ი­წყო, 14 წლის ასაკ­ში. ელიზ­ბა­რი მუ­დამ ჩაბ­მუ­ლი იყო ამ საქ­მე­ში. ვრცლად