"იმის ყურება, როგორ აიხდინე ყველაფერი, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი, ყველაზე საოცარი რამ არის" - რას წერს ნიცა თავაძე "კვარაზე"?
ჩემპიონთა ლიგის ორგზის ჩემპიონის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე პსჟ-ს გამარჯვების შემდეგ გადაღებულ ემოციურ, ოჯახურ კადრებს აქვეყნებს და წერს:
"ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ, რა ძალას მოითხოვს ასეთ მომენტამდე მისვლა. ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები... და მიუხედავად ყველაფრისა, შენ ყოველ დღე განაგრძობდი სვლას.
ახლა კი ზედიზედ მეორედ, ჩემპიონი ხარ.
იმის ყურება, როგორ აიხდინე ყველაფერი, რაზეც ოდესღაც ლოცულობდი და ოცნებობდი, ყველაზე საოცარი რამ არის.
შენით ყოველთვის ვამაყობ. მიყვარხარ, ჩემო მარადიულო ჩემპიონო. ეს მხოლოდ დასაწყისია - წინ კიდევ ბევრი წარმატებაა", - წერს ნიცა თავაძე.