“რა უქენით დედ-მამას ბიჭო, ორი შვილი, ორი ბიჭი...” - რას წერს მარტვილში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის ახლობელი?
ტრაგედია დატრიალდა მარტვილში. სოფელ გაჭედილთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ასევე ერთი ადამიანი.
მარტვილში ავარიის შედეგად დაღუპულები ნიკა ფაილოძე და ლევან ბერიშვილი არიან.
დაღუპული ლევან ბერიშვილის ბიძაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:
"თავი ძალიან, ძალიან ცუდ სიზმარში მგონია ჩემო ბიძაშვილო, ჩემო ძმაო... სად არ უნდა გაიაროთ ყველა იტყვის ლევანი, თუ რა თბილი, მოსიყვარულე, სიცოცხლით სავსე, კეთილი იყავი... შენი ძმა საკმარისი არ იყო?? ვერასდროს წარმოვიდგენდი ლევა შენ თუ ასე გაგვიმეტებდი ჩემო თბილო, ტკბილო და ბუნჩულა ბიჭო... რატომ, რატოომ??? დედას შვილი როგორ უნდა უკვდებოდეს?! - რა უქენით დედ-მამას ბიჭო, ორი შვილი, ორი ბიჭი...
10 წელიც არ გვეყო მიხოს სიკვდილს, რომ შევგუებოდით და ახლა შენ! შენი ცოლ-შვილი, შენი რვათვის დამიანე რატომ დააობლე? სად არის სამართალი, სად როცა ასეთი ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე, უბოროტო, სიყვარულით სავსე ახალგაზრდები მიწისთვის რომ იზრდებიან. ძმები, ლომივით ბიჭები... ღმერთოო, ეს რა გვჭირს ხალხნო და როგორ უნდა ცხოვრობდე ამ ქვეყნად მაშინ, ეს რომ არ დაიმსახურო."