განსაკუთრებული წარდგენა, ფანების ოვაციები და დაუვიწყარი კადრები საჩემპიონო ზეიმიდან - ქართელი ვარსკვლავის ტრიუმფი - კვირის პალიტრა

განსაკუთრებული წარდგენა, ფანების ოვაციები და დაუვიწყარი კადრები საჩემპიონო ზეიმიდან - ქართელი ვარსკვლავის ტრიუმფი

მას შემ­დეგ რაც პარი სენ-ჟერ­მე­ნი უკვე მე­ო­რედ გახ­და ჩემ­პი­ო­ნი, პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა რამ­დე­ნი­მე დღეა გრძელ­დე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რად გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის პარკ დე პრენსზე სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბაც გა­ი­მარ­თა, სა­დაც ვარ­სკვლა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დგნენ და შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის სი­ტყვაც მო­ის­მი­ნეს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წა­რად­გი­ნეს ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. მის გა­მო­ჩე­ნას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის სა­ზე­ი­მო ტაში მოჰ­ყვა, ისი­ნი ხვი­ჩას სა­ხელს სკან­დი­რებ­დნენ.ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია უეფა-ს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის 2025/26 წლე­ბის სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­სა­ხელ­და.

“შე­უ­და­რე­ბელ­მა ქარ­თველ­მა "ვინ­გერ­მა" უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა პა­რი­ზელ­თა მიერ ზე­დი­ზედ მე­ო­რე ტი­ტუ­ლის მო­გე­ბა­ში, მან 10 გოლი გა­ი­ტა­ნა და 6 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა მთე­ლი ტურ­ნი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის მარ­ცხე­ნა ფლანგზე ბრწყინ­ვა­ლედ თა­მა­შობ­და.

მან გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა "არ­სე­ნალ­თან" ფი­ნა­ლურ გა­მარ­ჯვე­ბა­შიც, სა­დაც კრის­ტი­ან მოს­კე­რამ წა­აქ­ცია და პე­ნალ­ტი და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც უს­მან დემ­ბე­ლემ გა­ი­ტა­ნა და ლუის ენ­რი­კეს გუნ­დმა ან­გა­რი­ში 1-1 გა­ა­თა­ნაბ­რა.

განაგრძეთ კითხვა