ტრაგედია ბოლნისში - დედამ 7 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ბოლნისში - დედამ 7 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

ბოლ­ნი­სის სო­ფე­ლი ხა­ხა­ლაჯ­ვარ­ში დე­დამ 7 წლის შვი­ლი მოკ­ლა, შემ­დეგ კი თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა Aktual ge ავ­რცე­ლებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის შემ­დეგ დე­დამ და­ნით 9 ჭრი­ლო­ბა მი­ი­ყე­ნა, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რებ­მა მომ­ხდა­რის და­მალ­ვა სცა­დეს, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ჯე­ი­ხუნ მუ­ჰა­მე­და­ლი.

"რა წყე­უ­ლი დღე­ე­ბი გვაქვს! ბოლ­ნი­სის სო­ფე­ლი ხა­ხა­ლაჯ­ვარ­ში დე­დამ 7წლის ბავ­შვი მოკ­ლა მერე თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და და­ნით 9 ჭრი­ლო­ბა მი­ი­ყე­ნა, თუმ­ცა ექი­მებ­მა ის გა­და­არ­ჩი­ნეს.ამ­ბა­ვი წუ­ხელ სა­ღა­მოს მოხ­და. პ.ს სა­ვა­რა­უ­დოდ დე­დას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დაო" - წერს მუ­ჰა­მე­და­ლი.

წყარო