ვინ არის თამთა ქიმბარიშვილი, რომელიც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უხელმძღვანელებს?! - კვირის პალიტრა

ვინ არის თამთა ქიმბარიშვილი, რომელიც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უხელმძღვანელებს?!

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც თამთა ქიმბარიშვილმა აღნიშნა, სამმართველო საქმიანობას დღეიდან 10 თანამშრომლით შეუდგა.

“სამმართველოს ფუნქციაა, სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს. აღნიშნული სამმართველო გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. საწყის ეტაპზე, სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას განახორციელებენ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციების საფუძველზე”, - განაცხადა ქიმბერიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

არსებული ინფორმაციით, თამთა ქიმბარიშვილი პროტესტთან დაკავშირებულ არაერთ ადმინისტრაციულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენელი იყო სასამართლოში.

გასულ წელს 2025 წლის 4 ივნისს მაშინდელმა შს მინისტრმა გეკა გელაძემ შსს-ს იურისტებს, მათ შორის, თამთა ქიმბარიშვილს „სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის“ მადლობის სიგელი გადასცა