ქართველი მილიონერის შვილის გრანდიოზული ქორწილი სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიაში - რამ გაანაწყენა რუსები?
"სანქტ-პეტერბურგის დიმიტრი შოსტაკოვიჩის სახელობის ფილარმონიის დარბაზში ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, ივან ურგანტი, ფარმაცევტული მაგნატის შვილის გრანდიოზულ ქართულ ქორწილს გაუძღვა" - ამის შესახებ რუსული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, 2-დღიანი ქორწილის გამო, ფილარმონიაში მანამდე დაგეგმილი კონცერტიც კი გაუქმდა.
მართალია, რუსული მედიის ყურადღების ცენტრში ეს ქორწილი სულ სხვა მიზეზებით მოექცა, თუმცა ჩვენთვის ეს ამბავი საინტერესო ქართველი სტუმრების გამო გახდა.
ქართველი ნეფე-პატარძალი, კესანე ფიფია და გიორგი ღურწკაია არიან. როგორც გამოცემები წერენ, გიორგი რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი სააფთიაქო ქსელის, "ერკაფარმის“ (Эркафарм) ყოფილი მფლობელია. ეს ქსელი 1000-ზე მეტ ფილიალს აერთიანებდა ისეთი ცნობილი ბრენდების ქვეშ, როგორებიცაა "ოზერკი“, "დოქტორ სტოლეტოვი“, "სამსონ-ფარმა“ და "მოსაფთიაქი“.

გიორგის მამამ, ომარ ღურწკაიამ, დააფუძნა კომპანია "იმპერია-ფარმა“, რომელიც 2010-იან წლებში ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული დისტრიბუტორი იყო. პატარძლის შესახებ მედიაში არაფერი წერია, თუმცა გოგონაც ქართველია.