"2017 წლიდან დღემდე, კახა კალაძემ თბილისელების 16 მლრდ ლარი გაფლანგა" - ვასო ურუშაძე
კახა კალაძის მმართველობამ კრახი განიცადა. მისი მცდელობა, რომ თბილისელები კვლავ შეცდომაში შეიყვანოს, წარმოაჩინოს, თითქოს მისი მმართველობის პერიოდში რამე გაკეთდა, არის ერთი დიდი ტყუილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლიდან დღემდე, კახა კალაძემ თბილისელების 16 მლრდ ლარი გაფლანგა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიების დაწყება არის საჭირო.
„თბილისის ურბანულ კატასტროფას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები და ეს გამომწვევი მიზეზები არის კახა კალაძე. 2017 წლიდან დღემდე კახა კალაძემ საქართველოს მოქალაქეების, თბილისელების 16 მლრდ ლარი გაფლანგა. ამასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა არსებობს კორუფციული გარიგებების თვალსაზრისით და საჭიროებს ერთ ძალიან დიდ გამოძიებას, თუ რაში დახარჯა კახა კალაძემ 16 მლრდ ლარი წლების განმავლობაში და რატომ არის ყველა პრობლემა დღემდე მოუგვარებელი დედაქალაქში, დაწყებული საცობებით, გაგრძელებული პარკირებით, მუნიციპალური ტრანსპორტით, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისებით, მათ შორის საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარებით".
"ინტერპრესნიუსი"