მამაკაცმა მეზობელი ქალი მოკლა: “მივიდა სახლში, მიაკაკუნა, კარი გააღო თუ არა თეამ, პირდაპირ ესროლა“
მკვლელობა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში. შუახნის კაცმა, მეზობელი ქალი მოკლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც ადგილობრივები AMBEBI.GE-ს უყვებიან, ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული."მკვლელი დაკავებულია. ის ვიცით, მივიდა სახლში, მიაკაკუნა, კარი გააღო თუ არა თეამ, პირდაპირ ესროლა. არავინ იცის რაზე ჰქონდათ კონფლიქტი. გარდაცვლილი 45 წლამდე" - გვიყვებიან ადგილობრივები.
მომხდართან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი უკვე დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.