მამა უკ­რა­ი­ნა­ში სნა­ი­პე­რია, ქა­ლიშ­ვი­ლი – პარ­ლა­მენ­ტში: ვინ არის პირველი ქართველი ქალი ჩეხეთის პარლამენტში, 22 წლის კატერინა დემეტრაშვილი? - კვირის პალიტრა

მამა უკ­რა­ი­ნა­ში სნა­ი­პე­რია, ქა­ლიშ­ვი­ლი – პარ­ლა­მენ­ტში: ვინ არის პირველი ქართველი ქალი ჩეხეთის პარლამენტში, 22 წლის კატერინა დემეტრაშვილი?

22 წლის კა­ტე­რი­ნა დე­მეტ­რაშ­ვი­ლი ჩე­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტია. ის ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და და ჩე­ხეთ­ში გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ "ყო­ველ­თვის არის სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი“ და მისი ოჯა­ხის ის­ტო­რია კრემ­ლის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თია.

"თუ მკი­თხა­ვენ, ვინ ვარ, პა­სუ­ხი რთუ­ლია": იდენ­ტო­ბა ტე­ხას­სა და თბი­ლისს შო­რის22 წლის იუ­რის­ტი და "პი­რა­ტე­ბის პარ­ტი­ის"პროგ­რე­სუ­ლი სახე, კა­ტე­რი­ნა „კა­ტია“ დე­მეტ­რაშ­ვი­ლი, ჩე­ხე­თის პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე სენ­სა­ცი­ად იქცა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ტე­ხას­ში (აშშ) და­ი­ბა­და და ერთი წლი­დან პრა­ღა­ში ცხოვ­რობს, მისი გვა­რი და ოჯა­ხუ­რი წარ­სუ­ლი მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

"თუ მკი­თხა­ვენ, ვინ ვარ, პა­სუ­ხი რთუ­ლია. ჩე­ხეთ­ში გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ ჩემ­ში ყო­ველ­თვის არის სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი,“ - ამ­ბობს კა­ტე­რი­ნა. სწო­რედ ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის გამო, კა­ტე­რი­ნას ოჯახს პი­რა­დად აქვს გან­ცდი­ლი რუ­სე­თის აგ­რე­სია, რა­მაც გან­სა­ზღვრა მისი ძლი­ე­რი პრო­და­სავ­ლუ­რი პო­ზი­ცია.

მამა უკ­რა­ი­ნა­ში სნა­ი­პე­რია, ქა­ლიშ­ვი­ლი – პარ­ლა­მენ­ტში: ომი და დე­მოკ­რა­ტია

დე­მეტ­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რია სა­ო­ცა­რი და უაღ­რე­სად ემო­ცი­უ­რია: მისი მამა უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის რი­გებ­ში იბ­რძვის, რო­გორც სნა­ი­პე­რი.

მა­მის ბრძო­ლის გზა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლით და­ი­წყო — ის იცავ­და ქვე­ყა­ნას რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის­გან 1993 და 2008 წლებ­ში. რო­დე­საც 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და­ი­წყო, მან კვლავ ია­რა­ღი აიღო.

კა­ტე­რი­ნას თქმით, მა­მა­მის­მა არ იცო­და, რომ ის ჩე­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტში კენ­ჭს იყ­რი­და.

განაგრძეთ კითხვა