ფრედ დამთავრებული დაპირისპირება რუმინეთთან და გურამ კაშიას გაცილება ნაკრებიდან (ვიდეო)
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე რუმინეთს დაუზავდა - 1:1.
ჩვენს გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და საინტერესო იყო მათ გარეშე როგორ ითამაშებდნენ სანიოლის შეგირდები.
„ჯვაროსნებში“ ბოლო, 129-ე შეხვედრა შეხვედრა ჩაატარა გურამ კაშიამ.
სტუმრებმა თავიდან შემოგვიტიეს და მამარდაშვილის არაზუსტი გადაცემის შედეგად მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ კომანის დარტყმული კაშიამ დაბლოკა. შემდეგ კარიდან არდამაჯერებლად გამოვიდა მამარდაშვილი და ამჯერად ლოჩოშვილმა გადაგვარჩინა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, თუმცა მასპინძლები ბურთის დაჭერას ვერ ახერხებდნენ, უფრო ინდივიდუალურად ცდილობდნენ ხიფათის შექმნას. პირველი შანსი ზივზივაძეს მიეცა, რომელმაც დრაგუშინს აართვა ბურთი, მეკარე აიოანისთან პირისპირ გავიდა და ვერ გაიტანა. ჩვენს გუნდში გამორჩეული ჩაკვეტაძე იყო, რომელიც თითქმის ყველა იერიშს იწყებდა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ის აიოანთან ერთი ერთზე გადიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ხიფათი დრაგუშინმა განმუხტა. გიორგიმ კი ტრავმა მიიღო და შესვენებაზე ეგოიანმა შეცვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრები ქვილითაიამ დააწინაურა. მერე კარგი შანსი ზივზივაძემ ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში მუნტიანუმ ლოჩოშვილს საჰაერო დუელი მოუგო და ანგარიში გაათანაბრა. 63-ე წუთზე კაშია ორივე გუნდმა საპატიო დერეფნით მოედნიდან გააცილა. ბოლოს ეგოიანმა მიზანს ოდნავ ააცილა ბურთი და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 5 ივნისს, სახლში ბაჰრეინთან გამართავს. წყარო