"ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი..." - შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებაზე
ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, რადიკალიზმი, რომელსაც ოპოზიცია თესავს, საბოლოო ჯამში, თავად მათ ჭამთ.
„პირველად რომ ხდებოდეს ამ ქვეყანაში რაღაცას კიდევ ვიფიქრებდით, მაგრამ ეს ხომ მუდმივი პროცესია?! შეყრას, გაყრას და ამ შეყრა-გაყრას ვაკვირდებით რამდენი წელია. უკვე ვეღარ გაგვიგია, რა არის გულწრფელი, რა არის ნათამაშევი, რა არის გარედან დაგეგმილი, რა არის შიგნიდან სპონტანური. ზოგადად, ეს არის ბედი ყველა პოლიტიკოსის, რომელიც მიდის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ასეთი რადიკალიზმი, რომელსაც თესავენ, საბოლოო ჯამში, თავად მათ ჭამთ და მათივე პრობლემა ხდება. ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"