"ერთხელ ბუბამ თქვა, გაანებეთ თავი, ეგ რომ ფიქრობს, ჩვენ იმიტომ ვმხიარულობთო...“ - როგორ იხსენებენ ყველასთვის საყვარელ რობერტ ბარძიმაშვილს? - კვირის პალიტრა

"ერთხელ ბუბამ თქვა, გაანებეთ თავი, ეგ რომ ფიქრობს, ჩვენ იმიტომ ვმხიარულობთო...“ - როგორ იხსენებენ ყველასთვის საყვარელ რობერტ ბარძიმაშვილს?

"არა­ფე­რი არ მე­ბა­და სიმ­ღე­რის და ლექ­სის გარ­და, მე­გო­ბა­რი მე ყო­ველ­თვის გვერ­დით მყავ­და" - ეს რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლის ნამ­ღე­რი სიმ­ღე­რის ცნო­ბი­ლი ფრა­ზე­ბია, რო­მე­ლიც მისი შეს­რუ­ლე­ბით მსმე­ნელს ძა­ლი­ან უყ­ვარს. სიმ­ღე­რას "გულ­მარ­თა­ლი კაცი“ ჰქვია და ეს ადა­მი­ა­ნიც, ვის გახ­სე­ნე­ბა­საც ახლა ვა­პი­რებთ, ასე შე­მორ­ჩა ის­ტო­რი­ას...

ქარ­თუ­ლი ესტრა­დის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში მას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. მისი თა­ოს­ნო­ბით 60-იან წლებ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი ან­სამ­ბლი "ორე­რა" შე­იქ­მნა, შემ­დეგ იყო "ვია 75“, "ჯორ­ჯია,“ "ბარ­ძი­მი“... სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­და და ახა­ლი თა­ო­ბის აღ­ზრდის საქ­მე­შიც სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი შეჰ­ქონ­და. ჰქონ­და სა­ბავ­შვო სტუ­დია „ლახ­ტი,“ სა­დაც არა­ერთ, დღეს უკვე კარ­გად ცნო­ბილ მუ­სი­კოსს უს­წავ­ლია.

ან­სამ­ბლ "ორე­რას", რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, არა­თუ ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სივ­რცე­ში, მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბოდ­ნენ. ეს მა­შინ, როცა სა­ზღვრე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქის­თვის და­ხუ­რუ­ლი იყო. ან­სამ­ბლი სიმ­ღე­რებს უცხო ენებ­ზეც მღე­რო­და, რაც იმ დრო­ის­თვის დიდი გარ­ღვე­ვა იყო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, „ორე­რამ“ ყვე­ლა საბ­ჭო­თა სტე­რე­ო­ტი­პი და­ამ­სხვრია. ან­სამ­ბლმა იმ პე­რი­ოდ­ში ჩვენ­ში აკ­რძა­ლუ­ლი „ბითლზის“ რე­პერ­ტუ­ა­რი­დან სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ინ­გლი­სუ­რად გა­ბე­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში ცენ­ზუ­რა ვერ შე­ე­ხო, რად­გან ან­სამ­ბლი თავ­და­პირ­ვე­ლად უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუტ­თან არ­სე­ბობ­და და ინ­გლი­სურ ენა­ზე სიმ­ღე­რა პრაქ­ტი­კა­ში ეთ­ვლე­ბო­და.

orera-33554-1780477549.jpg

იყო ასე­თი ეპი­ზო­დიც - 1964 წელს, ლონ­დონ­ში გას­ტრო­ლებ­ზე ყოფ­ნი­სას „ორე­რა“ მუ­სი­კა­ლურ შე­ჯიბრში ლა­მის ლე­გენ­და­რულ "ბითლზს" შე­ე­ჯა­ხა. მათი "და­პი­რის­პი­რე­ბა" ბოლო წუ­თებ­ში გა­და­ი­დო, რად­გან „ბითლზს“ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­ღე­ბებ­ზე მო­უხ­და წას­ვლა. „ორე­რას“ „75“ მოჰ­ყვა, რო­მელ­ზეც რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, ცოტა გვი­ან რომ შე­მექ­მნა, ბევ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­დაო. თუმ­ცა 70-იანი წლე­ბის­თვის დი­დად პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფი იყო. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სე­ბი იყ­ვნენ და როკს უკ­რავ­დნენ. პირ­ვე­ლი როკ-ოპე­რა „ალ­ტერ­ნა­ტი­ვა“ მათ წარ­მო­ად­გი­ნეს... კონ­ცერ­ტე­ბი ანშლა­გე­ბით მი­დი­ო­და... რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლი, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, ინ­სტი­ტუ­ტის ლექ­ტორ­მა, შე­სა­ნიშ­ნავ­მა მომ­ღე­რალ­მა და კომ­პო­ზი­ტორ­მა ინო­ლა გურ­გუ­ლი­ამ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვილ­მა თა­ვის ბოლო ჯგუფს „ბარ­ძი­მი“ და­არ­ქვა, რაც მის გვარ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. იმის­თვის, რომ ჯგუ­ფის­თვის „ბარ­ძი­მი“ ეწო­დე­ბი­ნა, თურ­მე პატ­რი­არ­ქთა­ნაც ყო­ფი­ლა, რომ ნე­ბარ­თვა ეთხო­ვა. გვა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი არ­ქმევ­და ამ სა­ხელს, მაგ­რამ რად­გან ბარ­ძიმს ეკ­ლე­სი­უ­რად სულ სხვა დატ­ვირ­თვა აქვს, ამი­ტო­მაც მი­აჩ­ნდა, რომ პატ­რი­არ­ქთან ვი­ზი­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. უწ­მინ­დეს­მა ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მის­ცა და სიმ­ბო­ლუ­რად პა­ტა­რა ბარ­ძი­მიც აჩუ­ქა. ჯგუფ­ში მის მიერ არ­ჩე­უ­ლი ბი­ჭე­ბი, მისი აღ­ზრდი­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ.

"ორე­რა"

რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლი მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პირ­ვე­ლი მე­ნე­ჯე­რი იყო, ასე­ვე პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პის და კი­დევ ბევ­რი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი. მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბევ­რი და ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარ­და, მი­აჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ფერს საქ­მით ამ­ტკი­ცებ­და. მისი სიმ­ღე­რე­ბი სიყ­ვა­რულ­სა და სი­კე­თე­ზე იყო და მათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ორი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი ჰქონ­და - ავთო შარ­ვა­ძის და მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის ლექსზე შექ­მნი­ლი „წი­თელ­ფე­ხე­ბა მტრე­დე­ბო“ და „გულ­მარ­თა­ლი კაცი,“ რო­მე­ლიც ვაჟა დურ­გლიშ­ვი­ლი­სა და ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძის ტექ­სტზეა შექ­მნი­ლი.

განაგრძეთ კითხვა