ნანა მჭედლიძის "იმერული ესკიზების" ამბავი და შვილი, რომელმაც ანდერძი შეუსრულა - კვირის პალიტრა

ნანა მჭედლიძის "იმერული ესკიზების" ამბავი და შვილი, რომელმაც ანდერძი შეუსრულა

ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის­ტი და მსა­ხი­ო­ბი ნანა მჭედ­ლი­ძეს 2016 წლის 28 მარტს 90 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რე­ჟი­სორ­მა ქარ­თულ კი­ნო­ში თა­ვი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა. მისი ფილ­მე­ბი მა­ყუ­რე­ბელ­ში დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი" და "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი"... თუმ­ცა რე­ჟი­სორს არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი აქვს შექ­მნი­ლი...

"რო­დე­საც ვუ­ყუ­რებ ჩემ მიერ შექ­მნილ ფილ­მებს, გა­მო­გი­ტყდე­ბით, მხო­ლოდ ერთი სურ­ვი­ლი მა­მოძ­რა­ვებს, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დამ­თავ­რდეს. უსაშ­ვე­ლოდ გრძლად და გა­უ­თა­ვებ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. მარ­თლაც ფილ­მი, რომ­ლის შექ­მნის პე­რი­ოდ­ში ღა­მე­ე­ბი მი­თე­ნე­ბია, თავ­გან­წირ­ვი­თა და გა­ტა­ცე­ბით მი­მუ­შა­ვია, როცა მზად არის, ჩემ­თვის სრუ­ლი­ად კარ­გავს ინ­ტე­რესს. უფ­ლე­ბა რომ მქონ­დეს, არა­ვის ვუჩ­ვე­ნებ­დი. ვუ­ყუ­რებ ეკ­რანს და გულ­ში ვამ­ბობ, "არა, ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს" - ამ­ბობ­და ნანა მჭედ­ლი­ძე.

მშობ­ლე­ბიხონ­ში ცხოვ­რობ­და. თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მეშ­ვი­დე კლას­ში გად­მო­ვი­და, რად­გან დედა - ბარ­ბა­რე ფარ­ცხა­ლა­ძე 1937 წლის რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა. პე­ტერ­ბურ­გის ბეს­ტუ­ჟე­ვის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და სკო­ლა­ში რუ­სულ ენას ას­წავ­ლი­და. მამა ავ­ტო­საგ­ზაო ინ­ჟი­ნე­რი ჰყავ­და, რომ­ლის დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი და აშე­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი. რო­დე­საც მას მშობ­ლე­ბი გა­და­უ­სახ­ლეს, პა­ტა­რა ნანა, ძმას­თან ერ­თად, მარ­ტო დარ­ჩა და თბი­ლის­ში წა­მო­ვიდ­ნენ.

nanamchedlidze4-49043-1780485385.jpg

"დედა გა­და­სახ­ლე­ბი­დან 12 წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და და რამ­დე­ნი­მე თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა... მას თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ჩვენ - მე და ჩემი ძმა, დე­და­ქა­ლაქ­ში მა­მი­დებ­თან და დე­ი­დას­თან ვი­ყა­ვით. მოვ­ლი­ლი გვქონ­და მთე­ლი სა­ნა­თე­სა­ვო. მშობ­ლე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ იყო ად­ვი­ლი... მამა 20 წლის იყო, სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძეს რომ ებ­რძო­და. გა­საბ­ჭო­ე­ბა რომ მოხ­და, და­ი­ჭი­რეს, დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს. ბე­ბი­ამ ვი­ღაც გავ­ლე­ნი­ა­ნი ნა­თე­სა­ვი ნახა, გვა­რად ელი­ა­ვა და მამა ცი­ხი­დან და­იხ­სნა. ცი­ხე­ში ერთი წე­ლი­წა­დი დაჰ­ყო, შემ­დეგ ki ხონ­ში გაგ­ზავ­ნეს... დე­დამ და მა­მამ ერ­თმა­ნე­თი ხონ­ში გა­იც­ნეს და შე­უღლდნენ. მოკ­ლედ, თუ რამე სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ეს ბავ­შვო­ბის წლე­ბი იყო,“ - ჰყვე­ბო­და რე­ჟი­სო­რი ჟურ­ნალ „სარ­კის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

განაგრძეთ კითხვა