"დიდი ტრაგედია დატრიალდა... მთელი სოფელი ჩასულია და რაჟდენს ეძებენ... “ - რას ჰყვებიან მამაკაცზე, რომელსაც 24-საათზე მეტია, მტკვარში ეძებენ - კვირის პალიტრა

"დიდი ტრაგედია დატრიალდა... მთელი სოფელი ჩასულია და რაჟდენს ეძებენ... “ - რას ჰყვებიან მამაკაცზე, რომელსაც 24-საათზე მეტია, მტკვარში ეძებენ

თბი­ლის­ში, მტკვარ­ში 3 ივ­ნისს გა­და­ვარ­დნილ მძღოლს და ავ­ტო­მო­ბილს ამ დრომ­დე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ბი­ჭის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ეძებენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი “ჯე­ტას” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გვი­ან ღა­მით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, როცა მას უკ­ნი­დან და­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა.

შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მან­ქა­ნა მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ამ შემ­ზა­რავ ფაქტს რო­გორც ჩანს, ჰყავს თვითმხილ­ვე­ლე­ბი და ტრა­გე­დი­ის წუ­თი­დან მი­დის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ავ­ტო­მო­ბილს ვერ მი­აგ­ნეს."სწრა­ფად მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, წყალ­ში გა­და­ვარ­და, მა­ლე­ვე აღარ ჩან­და მან­ქა­ნა, ჩა­ი­ძი­რა. ვი­ღა­ცის და­უ­დევ­რო­ბამ და შე­ჯა­ხე­ბამ შე­ი­წი­რა ეს ადა­მი­ა­ნი, უკ­ნი­დან შე­ე­ჯახ­ნენ და გა­და­აგ­დო სხვა მან­ქა­ნამ" - წერს თვითმხილ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი წერს, რომ შემ­თხვე­ვა გა­ლა­კტი­ო­ნის ხიდ­ზე მოხ­და.

“ მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნილ მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხა მერ­სე­დე­სის მძღო­ლი, მო­უ­ვი­დათ ავა­რია, შემ­დეგ შე­ე­ჯახ­ნენ პრი­უ­სის. პრი­უ­სის მძღო­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, რო­გორც ვიცი, მერ­სე­დე­სის მძღო­ლი მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნილ ბიჭს ეძე­ბენ. ეგ სა­წყა­ლი ბიჭი და­ი­ღუ­პა” - ამ­ბობს ერთ ერთი მო­ქა­ლა­ქე.

მტკვრის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, წყალ­ში მან­ქა­ნა უკ­ნი­დან ძლი­ე­რი შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად გა­და­ვარ­და. სხვა დე­ტა­ლე­ბი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია. ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 36 წლის რაჟ­დენ ჩინ­ჩა­ლა­ძეა.

რაჟ­დე­ნი ჭი­ა­თუ­რის სო­ფელ ითხვი­სი­დან იყო და თბი­ლის­ში ხე­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. გლო­ვაა მის მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში.

განაგრძეთ კითხვა