ასობით დაინფიცირებული და ათეულობით გარდაცვლილი - ებოლას აფეთქებამ სერიოზული ფორმა მიიღო: ჯანმომ კრიზისულ მდგომარეობად აღიარა - კვირის პალიტრა

ასობით დაინფიცირებული და ათეულობით გარდაცვლილი - ებოლას აფეთქებამ სერიოზული ფორმა მიიღო: ჯანმომ კრიზისულ მდგომარეობად აღიარა

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (ჯან­მო) კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ებო­ლას ცხე­ლე­ბის აფეთ­ქე­ბა კრი­ზი­სუ­ლად აღი­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მომ­დევ­ნო სამ თვე­ში 115 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია სა­ჭი­რო. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნეს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით კრი­ზის­ზე რე­ა­გი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი სა­ჭი­რო და­ფი­ნან­სე­ბის მხო­ლოდ 35%-ით არი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი.

ჯან­მოს მო­ნა­ცე­მე­ბით, კდრ-ში ებო­ლა­თი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 344 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მათ­გან 60 ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­და.მე­ზო­ბელ უგან­და­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბის 9 შემ­თხვე­ვა და 1 გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ასე­ვე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ერთი სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვა.

1-1780558662.jpg

“აფეთ­ქე­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლი ფორ­მა მი­ი­ღო და ჩვენ კვლავ ვცდი­ლობთ სი­ტუ­ა­ცი­ას და­ვე­წი­ოთ. თუმ­ცა კდრ-ის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით თან­და­თა­ნო­ბით ვა­ხერ­ხებთ და­ნა­კარ­გის ანა­ზღა­უ­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­მოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა.

განაგრძეთ კითხვა