"დადებითი განწყობით ველი, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობა გაგრძელდება..." - რა თქვა მარკო რუბიოს მოადგილე კრისტოფერ ლანდაუმ - კვირის პალიტრა

"დადებითი განწყობით ველი, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობა გაგრძელდება..." - რა თქვა მარკო რუბიოს მოადგილე კრისტოფერ ლანდაუმ

როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის, რომ ურთიერთობები დავათბოთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც 1-ელ ივნისს აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა უმასპინძლა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ამ ღონისძიების ფარგლებში, ამ მშვენიერ დარბაზში მოგმართოთ, მოგილოცოთ ქართველ ხალხს ეს მორიგი ისტორიული თარიღი და ერთი-ორი სიტყვით ვისაუბრო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, როგორც ჩემი, ასევე აშშ-ის, პრეზიდენტი ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს სახელით“, - განაცხადა კრისტოფერ ლანდაუმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს ისტორიული, კულტურული, რელიგიური მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრა და ასევე, აღნიშნა, რომ ქართველ და ამერიკელ ხალხს ბევრი საერთო აქვს.

„სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი, იმ კავშირების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ სხვაგვარად გვაკავშირებს. გულწრფელად გეტყვით, ეროვნული დღეების აღნიშვნას იშვიათად ვესწრები. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

"ინტერპრესნიუსი"